შემოგვიერთდი

31.08.2005 08:00

სტუდია „რეპორტიორი“ დონორების დაფინანსებით კიდევ ექვს ჟურნალისტურ გამოძიებას ჩაატარებს

David Mchedlidze

სტუდია "რეპორტიორი" დონორი ორგანიზაციების: ფონდ "ევრაზიისა" და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" დაფინანსებით კიდევ ექვს ჟურნალისტურ გამოძიებას ჩაატარებს და, შესაბამისად, ფილმებს გადაიღებს .

სტუდია "რეპორტიორის" ჟურნალისტის ვახტანგ კომახიძის თქმით, აღნიშნული ფონდებისგან მიღებული გრანტით, "რეპორტიორმა" ექვსი ფილმი უკვე გააკეთა, რომელიც ტელეკომპანია "202"-ის არხზე გავიდა.

მისივე თქმით, "202"-ის თანადამფუძნებელ შალვა რამიშვილთან და ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორ დავით კოხრეიძესთან დაკავშირებით მომხდარი სკანდალის მიუხედავად, "რეპორტიორი" გააგრძელებს ჟურნალისტური გამოძიებების "202"-ის არხზე ჩვენებას და არ აპირებს ტელეკომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გადახედვას, რადგან ამის საფუძველი არა აქვს. სტუდია "რეპორტიორი" ამჟამად ამზადებს მომდევნო ფილმს, სადაც პარლამენტარ კობა ბექაურის მამხილებელი ფაქტებზე იქნება საუბარი.

შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე შს სამინისტროს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა 27 აგვისტოს სწორედ კობა ბექაურისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

არაოფიციალური ვერსიით, რამიშვილი და კოხრეიძე ბექაურს ფულს "რეპორტიორის" ფილმის არ გაშვების სანაცვლოდ სძალავდნენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test