შემოგვიერთდი

31.08.2005 08:00

შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საოლქო სასამართლოში გაასაჩივრეს

David Mchedlidze

დამოუკიდებელი ტელეკომპანია "202"-ის თანადამფუძნებლის შალვა რამიშვილისა და ამავე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის დავით კოხრეიძის ადვოკატებმა ოთხშაბათს, 31 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საოლქო სასამართლოში გაასაჩივრეს და მათი დაცვისქვეშ მყოფთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

ერთ-ერთი ადვოკატის დავით კორკოტაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილის გადაწყვეტილება, რამიშვილისა და კოხრეიძისთვის წინასწარი სამთვიანი პატიმრობის მისჯის შესახებ, არ იყო დასაბუთებული და მტკიცებულებებით გამაგრებული.

შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე შს სამინისტროს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა 27 აგვისტოს დააკავა პარლამენტის დეპუტატ კობა ბექაურისათვის 30 ათასი დოლარის გამოძალვის ბრალდებით. შს სამინისტრომ გაავრცელა ფარული კამერით გადაღებული ოპერატიული მასალა, სადაც ჩანს, რომ რამიშვილი ბექაურისგან, კომპრომატის არ გაშვების სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას იღებს.

კორკოტაშვილის ცნობით, რამიშვილი და კოხრეიძე თბილისის #1 საპყრობილის სამკურნალო ნაწილში გადაიყვანეს, რადგან საპროტესტო შიმშილობის გამო ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდათ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test