შემოგვიერთდი

01.09.2005 08:00

შს სამინისტრო შალვა რამიშვილისადა დავით კოხრეიძის საქმესთან დაკავშირებით ახალ გარემოებებს აქვეყნებს

David Mchedlidze

ტელეკომპანია "202"-ის თანადამფუძნებლის, შალვა რამიშვილისა და გენერალური დირექტორის, დავით კოხრეიძის საქმეზე შს სამინისტრო ახალ დეტალებს აქვეყნებს, რაც სამინიტროს მტკიცებით, "შალვა რამიშვილის დანაშაულებრივ ქმედებას ადასტურებს".

1 სექტემბერს შს სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია: "გამოძიებისთვის ცნობილია იმ ბინის მეპატრონის ვინაობა, სადაც რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "202"-ის დამფუძნებელმა შალვა რამიშვილმა, პარლამენტის წევრ კობა ბექაურს 30 000 აშშ დოლარი გამოსძალა. ბინის მეპატრონე არის ირმა სტეფნაძე. ჩვენებაში სტეფნაძე ადასტურებს, რომ იმ დღეს მასთან სახლში ნამდვილად იმყოფებოდნენ სტუმრად ტელეკომპანია "202"-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი, პარლამენტის წევრი კობა ბექაური და იმდროისთვის მისთვის უცნობი მამაკაცი - ვინმე დ. კოხრეიძე".

ირმა სტეფნაძის ჩვენებით, რამიშვილი მას 5 000 დოლარს სთავაზობდა, რაზედაც უარი თქვა, და ამასთან, ეს ფაქტი კობა ბექაურს აცნობა.

შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე შს სამინისტროს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა 27 აგვისტოს დააკავა კობა ბექაურისათვის 30 ათასი დოლარის გამოძალვის ბრალდებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა,

რამიშვილისა და კოხრეიძის ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება საოლქო სასამართლოში გაასაჩივრეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test