შემოგვიერთდი

01.09.2005 08:00

ქართველი ჟურნალისტები 2 სექტემბერს საზაფხულო ბანაკებს ესტუმრებიან

David Mchedlidze

ქართული მასმედიის წარმომადგენლები 2 სექტემბერს ახალდაბასა და ლიკანში მოწყობილ საზაფხულო ბანაკებს მოინახულებენ. ამის შესახებ საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა" იტყობინება.

ბანაკები USAID-ის დაფინანსებით პროგრამა "ვაშენოთ მომავალი"-ს ფარგლებში გაიხსნა. პროგრამას ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია "CRS - საქართველო" საქართველოში გაეროს ასოციაციასთან, სოხუმის მოზარდთა სახლთან და "ჟურნალისტები ადამიანის უფლებებისთვის" ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

ჟურნალისტები დაათვალიერებენ საზაფხულო ბანაკებს, გაესაუბრებიან პროგრამის მსვლელობისას შექმნილი "მოზარდთა კლუბის" წევრებს, დაესწრებიან ტრენინგებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test