შემოგვიერთდი

05.09.2005 08:00

სოხუმში ბეჭდვითი სიტყვისა და ტელევიზიის საქმეთა კომიტეტის შექმნა სურთ

David Mchedlidze

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე სერგეი კვიცინია აფხაზეთის მთავრობას მასთან არსებული ბეჭდვითი სიტყვისა და ტელევიზიის საქმეთა კომიტეტის შექმნას სთავაზობს.

აფხაზური მთავრობის ვიცე-პრემიერ ლეონიდ ლაკერბაიასთან 3 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე, სერგეი კვიცინიამ საბჭოთადროინდელი "სოიუზპეჩატის" ანალოგიური სტრუქტურის შექმნის საკითხიც წამოჭრა. მისი მოსაზრებით, ეს სტრუქტურა უზრუნველყოფდა გაზეთების შეუფერხებელ გავრცელებას აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებში.

აფხაზური საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესის" ცნობით, სერგეი კვიცინიამ ლეონიდ ლაკერბაიასთან საუბრისას საჭიროდ ჩათვალა გაზეთების "აფსნისა" და "რესპუბლიკა აბხაზიას" ფორმატის გაზრდა, ასევე მოსკოვში გაზეთ "აბხაზიას" გამოცემის აღდგენა.

ვიცე-პრემიერმა და აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარემ აგრეთვე იმსჯელეს "აფხაზეთის რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტისა" და "აფხაზეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მუშაკის" წოდებათა შემოღებაზე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test