შემოგვიერთდი

12.09.2005 08:00

ახალქალაქისა და ნინოწმინდის ტელეკომპანიების სარეკლამო აგენტებმა სტაჟირება გაიარეს

David Mchedlidze

5-9 სექტემბერს ტელეკომპანიების ATV-12 (ახალქალაქი) და "ფარვანა" (ნინოწმინდა) სარეკლამო სამსახურების ხუთ-ხუთმა თანამშრომელმა ტელეკომპანიებში: "25-ე არხი" (ბათუმი), "თრიალეთი" (გორი) და "ზარი" (სამტრედია) სტაჟირება გაიარეს.

სარეკლამო აგენტებს სტაჟირებაზე ფონდ "ინტერნიუსის" სპეციალისტებიც ახლდნენ. მათ სარეკლამო მარკეტინგის თემაზე სემინარები მიჰყავდათ.

"ინტერნიუსის" მიერ ორგანიზებული ეს სასწავლო ღონისძიება ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მიერ დაფინანსებული პროექტის - "ტრენინგი ჟურნალისტებისთვის", ფარგლებში ჩატარდა.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის ტელეკომპანიების განვითარებისაკენ მიმართულ ამ პროექტს "ინტერნიუსი" 2004 წლიდან ახორციელებს. ტელეკომპანიების თანამშრომლებისთვის უამრავი ტრენინგი და სემინარი ჩატარდა, ჩამოყალიბდა საინფორმაციო და სარეკლამო სამსახურები, განახლდა და ახალი ტექნიკით აღიჭურვა სტუდიები. ხოლო 2005 წლის პირველი ივნისიდან, ტელეკომპანიებმა საკუთარი, ყოველდღიური საინფორმაციო გადაცემების წარმოება დაიწყეს. პროექტის მენეჯერის, ნინო გოგოლაშვილის ცნობით, სექტემბერში ATV-12-სა და "ფარვანას" წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთი სემინარი გაიმართება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test