შემოგვიერთდი

13.09.2005 08:00

MDI-მ ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სემინარი მოაწყო

David Mchedlidze

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისთვის მედიაკომუნიკაციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იყო სამდღიანი სემინარის მიზანი, რომელიც მედიამრავალფეროვნების ინსტიტუტმა (MDI) 7-9 სექტემბერს ფონდ "ინტერნიუსის" ოფისში გამართა.

საქართველოში მედიამრავალფეროვნების ინსტიტუტის კოორდინატორის, ელენე ალადაშვილის ცნობით, სემინარის პირველი ორი დღე ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს დაეთმო.

პრესკონფერენციების მოწვევის თავისუბერებანი, ეფექტური პრეს-რელიზების მომზადების ტექნიკა, ქცევის წესები ინტერვიუს მიცემის დროს - ლექციები ამ თემებზე, ქართველ სპეციალისტ მერაბ ბასილაიასთან ერთად, ბრიტანეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა პიმ რაუნსმიტმა და ლილი პობერეჟსკაიამ წაიკითხეს. არასამთავრობოებს, სემინარის ბოლო დღეს, ჟურნალისტებიც შეუერთდნენ - მოეწყო პრესკონფერენციის ინსცენირება.

ელენე ალადაშვილის თქმით, ამ ტიპის სემინარი საქართველოში მეოთხედ ჩატარდა. 2005 წლის ბოლომდე კიდევ ორი ასეთი სემინარი გაიმართება.

მედიამრავალფეროვნების ინსტიტუტმა საქართველოში სამი წლის წინ დაიწყო საგანმანათლებლო საქმიანობა. ის ჟურნალისტებისთვის ტრენინგებს მართავს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test