შემოგვიერთდი

13.09.2005 08:00

პარლამენტის თავმჯდომარემ დამოუკიდებელ მედიას მხარდაჭერა გამოუცხადა

David Mchedlidze

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ 13 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელ მედიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

"თავისუფალ პრესაზე ზეწოლის უფლებას არავის მივცემ. ჩვენ ბოლომდე გამოვიკვლევთ თავისუფალ პრესაზე ზეწოლის ყველა ფაქტს", - განაცხადა ბურჯანაძემ. ამავე დროს, მან ჟურნალისტებს ობიექტურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ კანონი "გამოხატვის თავისუფლების შესახებ" მედიას ხელისუფლებისა და დეპუტატების ზემოქმედებისაგან იცავს.

"ეს კანონი ბევრ უფლებებს განიჭებთ, ამიტომ მოგიწოდებთ ამ უფლებებით ობიექტურად და სამართლიანად ისარგებლოთ", - მიმართა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test