შემოგვიერთდი

13.09.2005 08:00

პარლამენტარ კობა ბექაურზე გადაღებულ ფილმს ტელეკომპანია „202“ სამშაბათს, საღამოს ეთერში აჩვენებს

David Mchedlidze

სტუდია "რეპორტიორის" მიერ მომზადებულ ფილმი - პარლამენტარ კობა ბექაურის უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით ჩატარებული ჟურფნალისტური გამოძიება- ტელეკომპანია "202"-ის არხზე სამშაბათს, 13 სექტემბერს გავა.

სტუდია "რეპორტიორის" ჟურნალისტის ვახტანგ კომახიძის თქმით, ფილმი 33 წუთიანია, რომელიც "202"-ზე 21:30 საათზე იქნება ტრანსლირებული.მისივე ცნობით, ფილმს საზოგადოებრივ არხზე ოთხშაბათს, 14 სექტემბერს 22:00 წუთზე აჩვენებენ .

"ასეთი შეთანხმება საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალურ დირექტორთან თამარ კინწურაშვილთან ორშაბათს შედგა", - თქვა ვახტანგ კომახიძემ.

"რეპორტიორის" მიერ კობა ბექაურზე გადაღებულ ფილმის ჩვენებას საზოგადოებაც და პოლიტიკური ელიტაც 27 აგვისტოს შემდეგ ელოდება. სწორედ ამ დღეს, შს სამინისტრომ 202-ის" ერთ-ერთი დამფუძნებელი შალვა რამიშვილი და ამავე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი დავით კოხრეიძე კობა ბექაურისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავა. სამინისტროს ოფიციალური ვერსიით, რამიშვილი ბექაურს 100 000 დოლარს სძალავდა "რეპორტიორის" ფილმის "202"-ის ეთერით არგაშვების სანაცვლოდ. რამიშვილი და კოხრეიძე ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test