შემოგვიერთდი

14.09.2005 08:00

„საქართველოს რეგიონულ ტელემაუწყებელთა ასოციაციის“ დელეგაცია პოლონეთში გაემგზავრება

David Mchedlidze

"საქართველოს რეგიონულ ტელემაუწყებელთა ასოციაციის" 11 კაციანი დელეგაცია გამოცდილების მიღებისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს პოლონეთში გაემგზავრება.

"რეგიონულ ტელემაუწყებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის, ირინე ცინცაძის თქმით, პოლონეთს, მასთან ერთად, "რეგიონულ ტელემაუწყებელთა ასოციაციაში " გაერთიანებული 10 ტელეკომპანიის წარმომადგენელი ეწვევა.

ქართული დელეგაციის ორკვირიანი ვიზიტი საქართველოში პოლონეთის საელჩოს, პოლონური "დახმარებების ინიციატივების ფონდისა" და "ამერიკა-პოლონეთის თავისუფლების ფონდის" მხარდაჭერით შედგება. რეგიონული მაუწყებლების პოლონური მარშრუტი პოლონეთის ვარმისა და მაზურის ადმინისტრაციულ ოლქებზე გაივლის და ვარშავაში დასრულდება. დელეგაცია ვარმასა და მაზურში ადგილობრივ ტელეკომპანიებს მოინახულებს, ხოლო ვარშავაში პოლონეთის ნაციონალურ ტელევიზიას ესტუმრება.

"პოლონური ტელეინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება, განსაკუთრებით ამ ქვეყნის რეგიონული ტელევიზიები. ამდენად, იქ მიღებული გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება", - თქვა ირინე ცინცაძემ.

მისივე ინფორმაციით, ვიზიტის დროს დაგეგმილია პოლონეთზე ფილმის გადაღება, რომელსაც საქართველოს რეგიონული ტელეკომპანიები უჩვენებენ.

"საქართველო რეგიონულ ტელემაუწყებელთა ასოციაცია" 2005 წლის გაზაფხულზე ფონდ "ინტერნიუსის" ხელშეწყობით ჩამოყალიბდა. მასში 23 ადგილობრივი ტელეკომპანიაა გაერთიანებული.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test