შემოგვიერთდი

14.09.2005 08:00

სტუდია „რეპორტიორის“ჟურნალისტი ირწმუნება, რომ მას ბიზნესმენი სერგო ჯავახაძე დაემუქრა

David Mchedlidze

სტუდია "რეპორტიორის" ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე ირწმუნება, რომ პარლამენტარ კობა ბექაურზე გადაღებული ფილმის ჩვენების წინ მას "ოპიზას" გენერალური დირექტორი სერგო ჯავახაძე დაემუქრა.

"ფილმის ჩვენების წინ დამირეკა საბაჟო ტერმინალ "ოპიზას" გენერალურმა დირექტორმა სერგო ჯავახაძემ და კატეგორიულად მომთხოვა, რომ მისი სახელი ფილმში არ გვეხსენებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემების შექმნით დამემუქრა," - თქვა ბელა ზაქაიძემ.

სერგო ჯავახაძემ ჟურნალისტებთან საუბარში ზაქაიძის ბრალდება უარყო. "რეპორტიორის" მიერ გადაღებული კობა ბექაურის მაკომპრომეტირებელი ფილმი გუშინ ტელეკომპანია "202"-მა აჩვენა, ხოლო დღეს ის საზოგადოებრივ არხზე გავა.

ფილმი ბექაურის ბიზნეს-საქმიანობასთან დაკავშირებით ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას წარმოადგენს. ერთ-ერთი ეპიზოდი ბექაურის "ოპიზასთან" კავშირს ეხება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test