შემოგვიერთდი

14.09.2005 08:00

1. კონკურსი პრესის ჟურნალისტებისათვის

David Mchedlidze

ფონდმა "ღია საზოგადოება-საქართველო" (სოროსის ფონდი) პრესის ჟურნალისტებისათვის მორიგი კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსი სატელევიზიო კრიტიკის ჟანრში საუკეთესო პუბლიკაციათა სერიის გამოსავლენად ტარდება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ტელე-კრიტიკის ჟანრის პრესაში განვითარებას. კონკურსი რეგიონის და დედაქალაქის ჟურნალისტებისათვის ტარდება.

სტატიების სერია (მინიმუმ ათი) გამოქვეყნებული უნდა იყოს მოქმედ ბეჭდვით ორგანოში ა.წ. 15 მაისიდან - 10 ნოემბრამდე. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა ფონდში უნდა წარადგინონ გაზეთის მხოლოდ ის გვერდები, რომლბზეც სტატიებია დაიბეჭდილი, აგრეთვე ავტობიოგრაფია (CV). განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2005 წლის 15 ნოემბერი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test