შემოგვიერთდი

15.09.2005 08:00

ჟურნალისტთა კავშირი „ობიექტივი“ ახალი მედია გაერთიანების შექმნის ინიციატივით გამოდის.

David Mchedlidze

"ჟურნალისტთა სოლიდარობის ლიგა" - ასე ერქმევა პირობითად ახალ ჟურნალისტურ გაერთიანებას, რომლის შექმნის ინიციატივით ჟურნალისტთა კავშირი "ობიექტივი" გამოდის. ამ იდეის ერთ-ერთი ინიციატორის, "ობიექტივის" ხელმძღვანელის ირმა ინაშვილის თქმით, "ჟურნალისტთა სოლიდარობის ლიგა" გააერთიანებს, როგორც მოქმედ, ასევე უმუშევარ ჟურნალისტებს.

ლიგა შემოწირულობებისა და საწევროების ხარჯზე იარსებებს და მისი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება გაჭირვებული და უმუშევარი ჟურნალისტების მატერიალური მხარდაჭერა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ მაუწყებლობაში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, ბევრი ჟურნალისტი სამუშაოს გარეშე დარჩა, ბევრიც სხვა ტელევიზიებიდან დაითხოვეს.

"ობიექტივის" ერთ-ერთი ხელმძღვანელის თეა ბოხუას თქმით, ჟურნალისტთა სოლიდარობის ლიგის შექმნით ბევრი ჟურნალისტი დაინტერესდა და ამასთან დაკავშირებით, მათგან ცალკეული წინადადებებიც შემოდის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test