შემოგვიერთდი

29.04.2013 22:24

“მეცხრე არხის” განცხადება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ტელეკომპანია “მეცხრე არხმა” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ქარტიის წევრების მიმართ საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით მიმართა. არხის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ სამ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნებულ სტატიებში რედაქტორებმა და ავტორებმა, მაია მეცხვარიშვილმა, დავით მჭედლიძემ და ირაკლი მანაგაძემ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები დაარღვიეს. ნეტგაზეთის, ექსპრესნიუსისა და Media.ge-ს სტატიები ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით “მეცხრე არხის” ორ გადაცემაში ტელედისკუსიების მომზადების თემას ეხებოდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ “მეცხრე არხის” განცხადება დასაშვებად ცნო. განხილვის თარიღს საბჭო უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

რედაქციისგან: მე-9 არხის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში წარდგენილი დოკუმენტები შეგიძლიათ იხილოთ ქარტიის ვებ-გვერდზე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test