შემოგვიერთდი

07.05.2013 15:22

CIPDD-მ მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

გელა ბოჩიკაშვილი

CIPDD

„სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად“ გამოცხადებულ მეორე საგრანტო კონკურსში „მშვიდობის დემოკრატიისა და განვთარების ინსტიტუტმა“ (CIPDD)  2 მაისს მიღებული 103 განცახდიდან 7 გამარჯვებული გამოავლინა. მათი პროექტების დასაფინანსებლად  დაახლოებით 200 ათასი ლარია გამოყოფილი.

კონკურსში გაიმარჯვეს „გრუზია ონლაინმა“, Nova Societa-მ, არასამთავრობო ორგანიზაციათა რესურს-ცენტრმა, საგამოძიებო რეპორტინგის ასოციაციამ, Artarea TV2.0-მა, მასწავლებელთა და მშობელთა ასოციაცია „ლიბერტამ“ და ინტერნეტ-პორტალმა - www.iveria.biz.

"გრუზია ონლაინ" პროექტს „საქართველო რუსულენოვანი მკითხველისათვის“ განახორციელებს. Nova Societa-ს გამარჯვებული პროექტია „ანტილიბერალური დისკურსი და სიძულვილის ენა თანამედროვე ქართულ მედიაში“. არასამთავრობო ორგანიზაციათა რესურს-ცენტრის პროექტია - “სამოქალაქო ჟურნალისტიკა@georgianwatchdog”. Artarea TV2.0-მა პროექტის ფარგლებში ანალიტიკური ინტერნეტ-გადაცემა “თემა“ უნდა მოამზადოს.

CIPDD-ში განაცხადეს, რომ გრანტების გაცემისას პრიორიტეტი მოქალაქეების გააქტიურებისა და ინტერნეტ-მედიის განვითარების ხელშემწყობ პროექტებს მიანიჭა.

CIPDD-მ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მიღებული დაფინანსებით მეორე საგრანტო კონკურსი პირველ აპრილს გამოაცახადა. კონკურსის ვადამ 12 აპრილიდან 21 აპრილამდე იმ მიზეზით გადაიწია, რომ „გრანტების შესახებ“ კანონის მიხედვით, სამეწარმეო იურიდიულ პირებს არ შეეძლოთ კონკურსში მონაწილეობა.

„მედიასაშუალებები ძირითადად არიან სამეწარმეო იურიდული პირები, ასეთი ორგანიზაციები გრანტს ვერ მიიღებენ“, - განმარტა Media.Ge-თან საუბრისას პროექტის კოორდინატორმა, რუსუდან თაბუკაშვილმა. მისი თქმით, გახანგრძლივებული დროის განმავლობაში მედიასაშუალებებს შეეძლოთ სხვა იურიუდული სტატუსით დარეგისტრრბულიყვნენ და კონკურსში მონაწილეობა მიეღოთ. 

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მიღებული თანხა - 800 ათასი ლარი მათ დაუბეგრავად გადაეცათ. მიღებულ დაფინანსებაში „მშვიდობის დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტის“ მიერ გაწაეული ხარჯებიც შედიოდა.  შესაბამისად, ორგანიზაციამ ამ ორი კონკურსის განმავლობაში ჯამში 527 ათასი ლარი გამოყო.

„სამოქალაქო სექტორისა და თავისუფლი მედიის განვითარების ხელშემწყობი პროექტი“ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2012 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეიქმნა. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის და თავისუფალი მედიის როლის გასაზრდელად გამოიყო, რომელიც კონკურსის მიხედვით გამოვლენილ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ზე უნდა გადანაწილებულიყო.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსის გამარჯვებულები კავკასიური "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტმა" ფონდიდან 800 ათასი ლარით, ხოლო „ზაზა დარასელის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდი“ - 200 000 ლარით დაფინანსდნენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test