შემოგვიერთდი

22.05.2013 13:33

ყოფილი „რეალტივის“ 90 პროცენტი 200 ათას ლარად გაიყიდა

ნატა ძველიშვილი

TV3-ის (ყოფილი რეალტივი) მფლობელმა ლალი ეგაძემ  30 ათას ლარად ნაყიდი ტელევიზიის 90 პროცენტი  200 ათას ლარად გაყიდა. შესაბამისი ცვლილება სამეწარმეო რეესტრში 22 მაისს დარეგისტრირდა. დოკუმენტების თანახმად, ლალი ეგაძემ ფინანსთა ყოფილ მინისტრს და  სავაჭრო სამრეწველო პალატის ამჟამინდელ პრეზიდენტს კახა ბაინდურაშვილს ტელეკომპანიის 9 პროცენტი გადასცა, 30 პროცენტის მფლობელი სავაჭრო სამრეწველო პალატის პირველი ვიცე პრეზიდენტი ლაშა ჩხენკელი ხდება, 51 პროცენტი ბიზნესმენ დავით მჟავიას საკუთრებაში გადავა. დანარჩენი 10 პროცენტი კი ლალი ეგაძეს რჩება. TV 3-ის დირექტორად კი კახა ბაინდურაშვილი დაინიშნა.

TV3

დავით მჟავია ფლობს რამდენიმე კომპანიას, მათ შორის, შპს „გლობალავტოსპეცტექნიკა“, შპს „კომპიქსი“ და შპს „პარტნიორი“.

სავაჭრო სამრეწველო პალატის პირველი ვიცე პრეზიდენტი ლაშა ჩხენკელიც ასევე რამდენიმე კომპანიის მეწილეა,მის საკუთრებაშია  „ვიპ პალასის“ 67 პროცენტი და შპს „ლასას“ 50 პროცენტი.

თავად ლალი ეგაძემ TV3 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 16 ოქტომბერს  30 ათას ლარად იყიდა. ამხნის განმავლობაში არხს მხოლოდ სახელი შეეცვალა და ახალი გადაცემები არ დაუმატებია.

რა მიზნით შეიძინა ტელეკომპანია რამდენიმე თვის წინ და რატომ მიიღო წილის გაყიდვის გადაწყვეტილება, ამისშესახებ ლალი ეგაძე არ საუბრობს და მედია.გე-სთან ამბობს, რომ „ეს პირადი თემაა კომერციული თვალსაზრისით ესერთი, მეორე არანაირი სურვილი არ მქონდა პოლიტიკაში გარევის, არ მინდოდა ყოფილიყო პოლიტიკური ტელევიზია.ვფიქრობდი, რომ გამეკეთებინა ან კულტურის, ან ბიზნესარხი“. ბიზნესარხის შექმნის შესახებ განცხადება კახა ბაინდურაშვილმაც გააკეთა.

ტელეკომპანიამ მფლობელების შეცვალზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანხმობა უკვე მიიღო.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test