შემოგვიერთდი

02.06.2013 15:20

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით Media.Ge-მ ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპები დაარღვია

media.ge

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ლოგო

2 ივნისს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და ტელეკომპანია "მეცხრე არხის" განცხადებები განიხილა. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და ტელეკომპანია "მეცხრე არხის" წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სამი ინტერნეტ-პორტალის, "ნეტგაზეთის", Media.Ge-ის და "ექსპრესნიუსის", რედაქტორებმა და ავტორებმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები დაარღვიეს.

აღნიშნულმა ვებ-გვერდებმა 24 და 25 აპრილს გამოაქვეყნეს მასალა, რომელიც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით "მეცხრე არხის" ორ გადაცემაში ტელედისკუსიების მომზადების თემას ეხებოდა. მასალების პირველ ვარიანტში აღნიშნული იყო, რომ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გრანტი გასცა ტელეკომპანია "მეცხრე არხისათვის", რაც, როგორც შემდეგ გაირკვა, იყო შეცდომა - "მეცხრე არხმა" დაფინანსება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდიდან არა გრანტის სახით, არამედ ტენდერის საფუძველზე მიიღო.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 2 ივნისის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ „ნეტგაზეთსა“ და საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსს“ არცერთი პრინციპი არ დაურღვევია, თუმცა Media.Ge-მ 24 აპრილს გავრცელებული მასალით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპები დაარღვია, დროულად არ შეასწორა სტატიაში დაშვებული შეცდომა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, მეხუთე პუნქტის თანახმად კი მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

„ნაწილობრივ ვიზიარებ პირველი პრინციპის დარღვევას, თუმცა მთლიანად ვიზიარებ მეხუთე პრინციპის დარღვევას, რომ ლაფსუსი, რაც მასალაში იყო, იმ დღესვე უნდა გამოსწორებულიყო“, - აღნიშნავს მასალაზე პასუხისმგებელი Media.Ge-ს რედაქტორი დავით მჭედლიძე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს მოგვიანებით გამოაქვეყნებს. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test