შემოგვიერთდი

07.06.2013 16:07

პრეზიდენტის ფონდიდან სამოქალაქო სექტორისა და თავისუფლი მედიის განვითარებისთვის დაფინანსებული ორგანიზაციები

media.ge

მიხეილ სააკაშვილი

„სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად“ გამოცხადებულ კონკურსში „მშვიდობის დემოკრატიისა და განვთარების ინსტიტუტმა“ (CIPDD), რომლის ხელმძღვანელიც გია ნოდიაა,  მიღებული 192 განცახდიდან 19 გამარჯვებული გამოავლინა. მათი პროექტების დასაფინანსებლად  CIPDD-მ 527 ათასი ლარი გამოიყო.  

Media.Ge რამდენიმე გამარჯვებული ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას გთავაზობთ.

საგამოძებო რეპორტინგის ასოციაცია

გამარჯვებულებს შორის მოხვდა საგამოძიებო რეპორტინგის ასოციაცია, რომელიც კონკურსის დასრულებამდე ერთი დღით ადრე 11 აპრილს შეიქმნა, თუმცა მოგვიანებით, კონკურსი 12 აპრილის ნაცვლად 21 აპრილამდე გაგრძელდა.

საგამოძიებო რეპორტინგის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე „იმედის“გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე კახაბერ გიგიტელაშვილია. მის მფლობელობაში რამდენიმე კომპანიაა, მათ შორის შპს „თრაველ კონსალტინგი“, რომლის 50 პროცენტი 26 აპრილს კიდევ ერთმა მეწილემ ჯაბა ვეკუამ აჩუქა.

გიგიტელაშვილის საკუთრებაშია შპს „ონ სქრინ მედიას“ 50 პროცენტი,  შპს „თბილიაურას“ 25 პროცენტი,  შპს STARDOCK PRODUCTIONS-ის 50პროცენტი. 2012 წლის 12 ოქტომბრის შემდეგ მის საკუთრებაშია შპს „აი-პი-არ-საზოგადოებრივი კვლევების ინსტიტუტი“. მანამდე ამ კომპანიის 50 პროცენტი „იმედის“ მფლობელი კომპანიის „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ გენერალურ დირექტორს, გიორგი არველაძეს, დანარჩენი 50% კი მის მოადგილეს დიმიტრი კილაბერიძეს ეკუთვნოდა.

დიმიტრი კილაბერიძე გიგიტელაშვილთან ერთად საგამოძიებო რეპორტინგის ასოციაციის გამგეობის წევრია.

წესდების თანახმად, ასოციაციის მიზანია შექმნას მატერიალურ-ტექნიკური და პროფესიონალურის პლატფორმა ნებისმიერი ჟურნალისტისთვის ან დამწყები ჟურნალისტისთვის რათა მათ აწარმოონ საგამოძიებო რეპორტინგი. ორგანიზაცია უზრუნველყოფს მათ ტექნიკით, პროფესიონალი ოპერატორის უფასო მომსახურებით, პროფესიონალი მემონტაჟის მომსახურებით და მომზადებული რეპორტის გამოქვეყნებით, იღებს აპლიკაციებს დამწყები ჟურნალისტებისგან საგამოძიებო თემის შესახებ, ირჩევს მათ და აძლევს სამუშაო პლატფორმას.

Artarea TV2.0

კონკურსის გამარჯვებული გახდა და გრანტი მოიპოვა ასევე 12 აპრილს რეგისტრირებულმა Artarea TV2.0 -მ. მისი დირექტორი ყოფილი ჟურნალისტი სოფო ხუნწარიაა, დამფუძნებლები კი მასთან ერთად ლევან ცაიშვილი და ანასტასია ჩხეიძე არიან. თავდაპირველად Artarea TV2.0-მა  ორი გრანტი მიიღო. პირველ პროექტს „დათო ტურაშვილის ღია საქართველო“ ჰქვია, რომელსაც შინაარსის ფორმირების გამო გრანტზე უარის თქმა მოუწია, მეორე პროექტის ფარგლებში ანალიტიკური ინტერნეტ-გადაცემა “თემა“ უნდა მოამზადოს.

www.iveria.biz

დაფინანსება მიიღო 5 მარტს რეგისტრირებულმა ინტერნეტ-პორტალმა - www.iveria.biz, რომელიც რიგითი მომხმარებლებისთვის ხელმიუწვდომელია. საიტზე შესასვლელად მომხმარებლის სახელი და პაროლია საჭირო.

სამეწარმეო რეესტრის თანახმად, ორგანიზაციის დამფუძნელები არიან საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩი ნინო ნაკაშიძე და ისტორიკოსი მამუკა კუდავა. ორგანიზაციის მიზანი საჯარო პოლიტიკის, ადამიანის უფლებების  და სხვა საკთხებზე კვლევითი მუშაოაბაა.

არასამთავრობო ორგანიზაციების რესურს ცენტრი

კონკურსის გამარჯვებულებს შორის მოხვდა „არასამთავრობო ორგანიზაციების რესურს ცენტრი“ რომლის გამგეობის წევრები არიან ოლეგ პანფილოვი, მიხეილ თავხელიძე და ივეტა ჭელიშვილი. მათ უნდა განახორციელონ პროექტი “სამოქალაქო ჟურნალისტიკა@georgianwatchdog” სამოქალაქო ჟურნალისტი-სამოქალაქო კონტროლი-სამოქალაქო საზოგადოება

Nova Societas

გრანტს მიიღებს nova societas-იც, რომლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი საბანაძეა, დამფუძნებლები კი სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია, რომელიც რამდენიმე წლის წინ გრანტის გამცემი ორგანიზაციის CIPDD-ს გამგეობის წევრი იყო. გიორგი კილაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და აკაკი კენჭოშვილი არიან. მათი პროექტია „ანტილიბერალური დისკურსი და სიძულვილის ენა თანამედროვე ქართულ მედიაში“.

გრუზია ონლაინიც

კონკურსის გამარჯვებულია რუსულენოვანი ინტერნეტგამოცემა „გრუზია ონლაინიც“, იგივე http://www.apsny.ge/ რომლის ხელმძღვანელი „ექსპერტთა კლუბის“ წევრი გოჩა გვარამიაა. "გრუზია ონლაინ" პროექტს „საქართველო რუსულენოვანი მკითხველისათვის“ განახორციელებს.

სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი

კონკურსში გაიმარკვა 11 მარტს რეგისტრირებულმა ორგანიზაციამ “სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი, მან უნდა განახორციელოს აპროექტი მე რეპორტიორი რეგიონებში”. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი ნინო ჭელიძეა. მისი თქმით, ამ პროექტის მიზანი რეგიონებში სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარებაა.

კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი

კონკურსში გაიმარჯვა ცენტრის პროექტმა „სამოქალაქო საზოგადოების ფოკუს‐ჯგუფში ჩართულობა კონსტიტუციურ სამართალშემოქმედებაში“. ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილია, გამგეობის წევრები არიან ლიკა საჯაია, ნაზიბროლა მუსხელიშვილი, მანანა გაბუნია, ნათია კუპატაძე, ვახტანგ ჟვანია, ნიკოლოზ რთველაძე, ვერიკო ლატარია, მაკა თედორაძე და ასმათ ძიმისტარიშვილი.

ჩვენი თავისუფლებ

გრანტი მოიპოვა 13 მარტს შექმნილმა ორგანიზაციამ “ჩვენი თავისუფლება”, მისი დამფუძნებელი და დირექტორი თამარ კვაშალია, რომელიც თებერვალში გამართული აქციის “არა ოკუპაციას” ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

ქვემო ქართლის პრესა - KKPRESS

პროექტისთვის „ადგილობრივი მედია ქვემო ქართლის რეგიონის საზოგადოებრივ‐პოლიტიკური ცხოვრების გაშუქებისათვის“ დაფინანსება აიპ ქვემო ქართლის პრესამ მიიღო. ქვემო ქართლის პრესა მიღებულ გრანტს ვებ-პორტალ Kkpress.Ge-ს განვითარებისთვის იყენებს. ეს ვებგვერდი ქვემო ქართლში მიმდინარე საზოგადოებრივ–პოლიტიკურ საკითხებს აშუქებს. ქვემო ქართლის პრესის ხელმძღვანელი მანონ ბოკუჩავაა.

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი

გრანტი მიიღო საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა, რომლის პრეზიდენტი უშიშროების ყოფილი მდივანი ეკა ტყეშელაშვილია დამფუძნებლები კი საგარე საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე თორნიკე გორდაძე, რეინტეგრაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფორჩხიძე და დავით აფრასიძე არიან. ეს უკანასკნელი CIPDD-ის გამგეობის წევრი იყო. მათ უნდა განახორციელონ პროექტი „კონფლიქტთან დაკავშირებული პოლიტიკა: გამოწვევები და პერსპექტივები (საჯარო დისკუსიების/განხილვების სერია)”

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

კონკურსის ფარგლებში მიღებული გრანტით პროექტს „დებატები ცვლილებებისთვის“ განახორციელებს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი. მისი გამგეობის თავმჯდომარე  თინათინ ცერცვაძეა, გამგეობის წევრები არიან "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი  არმაზ ახვლედიანი, კონსტანტინე (კახა) მაღრაძე, რომელიც “ჯეპრას” უფროსი კონსულტანტია, სალომე შელია და ლელა რეხვიაშვილი.

 

CIPDD-ში განაცხადეს, რომ გრანტების გაცემისას პრიორიტეტი მოქალაქეების გააქტიურებისა და ინტერნეტ-მედიის განვითარების ხელშემწყობ პროექტებს მიენიჭა. 

„სამოქალაქო სექტორისა და თავისუფლი მედიის განვითარების ხელშემწყობი პროექტი“ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2012 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეიქმნა. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის და თავისუფალი მედიის როლის გასაზრდელად გამოიყო, რომელიც კონკურსის მიხედვით გამოვლენილ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ზე უნდა გადანაწილებულიყო.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსის გამარჯვებულები "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტმა" CIPDD  ფონდიდან 800 ათასი ლარით, ხოლო „ზაზა დარასელის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდი“ - 200 000 ლარით დაფინანსდნენ.

მიღებულ დაფინანსებაში „მშვიდობის დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტის“ მიერ გაწეული ხარჯებიც შედიოდა.  შესაბამისად, გრანტების სახით მხოლო  527 ათასი ლარი გამოყო.

რაც შეეხება ზაზა დარასელის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ კონკურსს, ის 2013 წლის აპრილში დასრულდა, თუმცა ფონდს გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. Media.Ge-მ ამ ინფორმაციის მიღება ფონდის ხელმძღვანელის ნინო დარასელისგან რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა. 

 

CIPDD-ის პირველი კონკურსის გამარჯვებულები

CIPDD-ის მეორე კონკურსის გამარჯვებულები

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test