შემოგვიერთდი

24.03.2013 16:12

გია ნოდიას ორგანიზაციამ კონკურსის პირველ ეტაპზე გამარჯვებულებისთვის 300 ათას ლარამდე გამოყო

გელა ბოჩიკაშვილი

„მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა“ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მიღებული თანხის ნაწილით „სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად“ 22 მარტს 12 ორგანიზაცია დააფინანსა. ამის შესახებ  ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გია ნოდიამ  განაცხადა.  

გია ნოდიას ორგანიზაციამ გრანტების გაცემისას პრიორიტეტი მოქალაქეების გააქტიურებისა და ინტერნეტ-მედიის განვითარების ხელშემწყობი პროექტებს მიანიჭა. 

მედია-ორგანიზაციებიდან „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტისგან“ დაფინანსება ქვემო ქართლის პრესამ პროექტისთვის -  „ადგილობრივი მედია ქვემო ქართლის რეგიონის საზოგადოებრივ‐პოლიტიკური ცხოვრების გაშუქებისათვის“ მიიღო, სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბმა  კი, პროექტისთვის - „მე, რეპორტიორი რეგიონში“.

მისი თქმით, გამარჯვებული ორგანიზაციებისთვის დაახლოებით 300 ათასი ლარი გამოიყო. პროექტების, რომელიც „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა“ დააფინანსა 8 თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

იმის მიუხედავად, რომ კონკურსის გამოცხადებისას, 2013 წლის, 21 თებერვალს, ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებს პროექტების განხორციელება 1 აპრილამდე უნდა დაეწყოთ, ამ ვადამ კონკურსის ხელახლა გამოცხადების გამო გადაიწია.

„დავგეგმეთ, რომ კონკურსი 2 ეტაპად ჩატრებულიყო. მეორე კონკურსი 1 აპრილს დაიწყება“, -აღნიშნა ნოდიამ.

„სამოქალაქო სექტორისა და თავისუფლი მედიის განვითარების ხელშემწყობი პროექტი“ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2012 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებითშეიქმნა. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის და თავისუფალი მედიის როლის გასაზრდელად გამოიყო, რომელიც კონკურსის მიხედვით გამოვლენილ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ზე უნდა გადანაწილებულიყო.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსის გამარჯვებულები კავკასიური "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტმა" ფონდიდან 800 ათასი ლარი, ხოლო „ზაზა დარასელის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდმა“ - 200 000 ლარი მიიღო.

„ზაზა დარასელის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდს“ კონკურსი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. ფონდის ხელმძღვანელის, ნინო დარასელის თქმით, ამ ეტაპზე კონკურსის გამოცხადებისთვის ტექნიკურ დეტალებზე მუშაობენ. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test