შემოგვიერთდი

10.06.2013 15:26

"თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან აიტვირთა- ექსპერტის ვარაუდი

თამარ ფარადაშვილი

ვებ-გვერდ youtube-ზე 6 ივნისს გავრცელებული ვიდეოს ავტორის თემას ეხმიანება ქართული პრესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნის გამოქვეყნებამდე სხვადასხვა პირის შეფასებას სთავაზობს მკითხველს.

 გასულ კვირას ტელეკომპანია „PIK”-ის ყოფილმა ჟურნალისტმა, თემო კიღურაძემ ვიდეოში ამოიცნო კადრები, რომელიც მისმა გადამღებმა ჯგუფმა ავღანეთში ყოფნის დროს გადაიღო. მისი ვარაუდით, კადრები ვიდეოს ავტორის ხელში მოხვდა “PIK”-ის არქივიდან, რომელიც ამ ეტაპზე საზოგადოებრივ მაუწყებელში ინახება. მაუწყებლის განცხადებით, მის საცავში მხოლოდ “PIK”-ის ეთერით გასული მასალა ინახება, ორიგინალი შავი კადრები კი, მას არ მოეპოვება.

Media.ge-მ ვითრებაში გასარკვევად დაკავშირება “PIK”-ის ყოფილ გენერალურ დირექტორთან, ალეკო ფარულავასთან დაკავშირება ვერ შეძლო. მან ინტერვიუ გაზეთ „რეზონანსს“ მისცა, სადაც აღნიშნავს, რომ „ინტერნეტსივრცეში გამოჩენილ ვიდეორგოლში გამოყენებული კადრების არც ორიგინალი და არც კოპირებული მასალა ტელეკომპანია „PIK”-ს არ გააჩნია.  ფარულავა ინტერვიუში ვარაუდობს, რომ დაინტერესებულ პირს კადრის აღება „იუთუბიდან“ შეეძლო, რადგან წლების მანძილზე მათ მიერ მომზადებული ბევრი გადაცემა ამ ვებ გვერდზე იტვირთებოდა.

„რეზონანსის“ მიერ მომზადებულ მასალაში აღნიშნულია, რომ ქართველი და უცხოელი ექსპერტების წინასწარი შეფასებით  ვიდეოს „თალიბანთან“ კავშირი არ აქვს .

„ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს არის პროპაგანდის ნაწილია და ის ავღანეთიდან არ წამოსულა“ აღნიშნავს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, უილიამ ლაჰიუ.

საზოგადოების ნაწილის თქმით, ვიდეო შესაძლოა საქართველოშიც იყოს დამზადებული. ვიდეოს ავტორის შესაძლო ქართველობაზე ვარაუდის საფუძველს რამდენიმე ფაქტორი იძლევა და ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი, გიორგი ლაბარეცი ყურადღებას რამდენიმე დეტალზე ამახვილებს. მისი თქმით, ფიქსირდება, რომ ვიდეოს ატვირთვის ადგილი საქართველოა. „თალიბი ქვეყანას რატომ შეცვლიდა და ავრანეთიდან საქართველოზე რატომ გადაიყვანდა? მათ დასამალი არაფერი აქვთ, პირიქით აწყობთ, რომ ავღანეთი ეწეროს“- ამბობს ლაბარეცი. მისივე თქმით, თალიბები ასეთ ვიდეოს არასოდეს ქმნიან- როდესაც თალიბები ჯიჰადს უცხადებენ ვინმეს, ვიდეოში ვინმე თალიბი გამოდის და ლაპარაკობს“.

ვიდეოს წარმოშობის შესახებ ამ დროისთვის ახალი ინფორმაცია არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ამ თემაზე ასეთია: „შსს ამჟამად აქტიურად მუშაობს რათა დადგინოს  რომელი ქვეყნიდან, რომელი IP მისამართიდან მოხდა ამ ვიდეოს ატვირთვა. ჩვენ აქტიურად გვეხმარებიან უცხოელი პარტნიორები. ამ ეტაპზე სხვა დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. შს მინისტრი აცხადებს, რომ პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს. მინისტრი მოუწოდებს მისახლეობას სიმშვიდისკენ და აცხადებს, რომ ქვეყენაში უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონეზეა დაცული“.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test