შემოგვიერთდი

21.06.2013 14:47

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თბილისში რადიოსიხშირეზე FM 93.5 კონკურსი გამოაცხადა

გელა ბოჩიკაშვილი

კომუნიკაციების ეროვნული კომისია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) თბილისში კერძო რადიომაუწყებლობის მისაღებად კონკურსი FM 93.5 სიხშირეზე  გამოაცხადა. დაინტერესებულ პირებს საბუთების შეტანა 22 ივლისის 17 საათამდე შეეძლებათ.

გამარჯვებული კომპანმიის გამოსავლენად კონკურსი 2013 წლის 26 აგვისტოს გაიმართება, მანამდე კი 22 აგვისტოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ზეპირ მოსმენას გამართავს.

გამარჯვებულმა კომპანიამ დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 12 საათიანი სამაუწყებლო  ბადე უნდა შექმნას და სალიცენზიო გადასახადი 10 ათას 692 ლარი უნდა გადაიხადოს.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კონკურსი საერთო რადიომაუწყებლის ლიცენზიის გასაცემად  4 განცხადების საფუძველზე გამოცხადდა. კონკურსის გამოცხადებას ითხოვდნენ - რადიო „ჰერეთი“, რადიო „კომერსანტი“, შპს „არტ პალასი“ და ბეგლარ გიგიძე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 მუხლების შესაბამისად, კომისია საკონკურსო დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით, ხოლო პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება,  აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test