შემოგვიერთდი

28.06.2013 11:47

ჯიპა-ფრიდმანის პრიზის მფლობელი „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტი გახდა

თამარ ფარადაშვილი

წლის საუკეთესო საგამოძიებო ჟურნალისტური ნამუშევრისთვის ჯიპა-ფრიდმანის პრიზის მფლობელი „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტი, ნანა ნასყიდაშვილი გახდა.

1500 ევროს ოდენობის პრიზი, რომელიც პულიცერის პრემიის ლაურეატის, ჟურნალისტ ჯოშ ფრიდმანის სახელს ატარებს,  ნასყიდაშვილს ჟურნალისტური გამოძიებისთვის „უწყლო ცივილიზაცია“ გადაეცა. ჟიურის წევრმა, „როიტერის“ ჟურნალისტმა მაკა ანთიძემ აღნიშნა, რომ ეს იყო „ყველა ჟურნალისტური სტანდარტის დაცვით მომზადებული, გემოვნებიანი“ მასალა.

„ეს არის ძალიან დიდი მოტივაციაა  ყველა ჟურნალისტისთვის, რომ კარგი პროდუქტი  გაააკეთონ, როცა იცი, რომ შენი შრომა უყურადღებოდ არ დარჩება“ აღნიშნა ნასყიდაშვილმა, რომელსაც გამარჯვებულ ფილმზე ორმაგი მუშაობა მოუხდა, რადგან გასულ წელს „სტუდია მონიტორის“ გაქურდვის შემდეგ, დაიკარგა ფილმზე მუშაობის დროს მოპოვებული მასალა, რისი მოძიებაც მას თავიდან მოუხდა.

ანთიძემ გამოყო რამდენიმე ჟურნალისტის ნამუშევარი, რომელიც 4 წევრისგან (მაია მიქაშავიძე, აკაკი გოგიჩაიშვილი, ზვიად ქორიძე, მაკა ანთიძე) შემდგარ   ჟიურის ძალიან მოეწონა.  ესენი   არიან „ტელეარხი 25“ -ის რეპორტიორი ჯაბა ანანიძე და „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტები მაგდა მემანიშვილი, ცქრიალა შერმადინი და სალომე ცეცხლაძე. ამ რეპორტიორებს სიგელები გადაეცათ.

მაკა ანთიძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ წელს კონკურსში მონაწილეობა გასულ წელთან შედარებით უფრო მეტმა ჟურნალისტმა მიიღო. მან გამოყო ის ხარვეზებიც რაც  ჟურნალისტურ ნამუშევრებს ახასიათებდა. მისი თქმით, სტატიები იყო ძალიან გრძელი.  „5 გვერდიან მასალას მკითხველი იშვიათად წაიკითხავს, უნდა გვახსოვდეს, რომ ვწერთ მოსახლეობისთვის და არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი მასალა უნდა მოვყვეთ ისე, როგორც ჩვენს დეიდას მოვუყვებოდით, უბრალო ენით. იყო ბალანსის დაცვის პრობლემაც“  განმარტა „როიტერის“ ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ რომ გასულ წელს ჯიპა-ფრიდმანის პრიზი აგრეთვე „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტმა, ნანა ბიგანიშვილმა მიიღო.

დღევანდელ დაჯილდოების ცერემონიალზე, მან გაიხსენა თუ როგორ იწყებდა სტუდია მუშაობას 2007 წელს, როცა საგამოძიებო მასალების მომზადება ნაციონალურ არხებზე შეუძლებელი გახდა. „ჩვენს ფილმებს ვაჩვენებდით „კინოს სახლში“, რასაც არ აშუქებდნენ არც ტელევიზიები და სავარაუდოდ არც სააგენტოები. მიუხედავად იმისა, რომ ახლა პროგრესია, ჩვენი ფილმები „კავკასიის“ და „მაესტროს“ ეთერით გადის, მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავაც არ შეუძლია ამ ფილმების ნახვა. მთავრობამ, რომ საგამოძიებო ფილმებში გამოკვეთილ პრობლემებზე რეაგირება მაოხდინოს, ამისთვის საჭიროა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს ის“.

ბიგანიშვილი ფიქრობს, რომ ამისათვის საგამოძიებო მასალები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით უნდა გავიდეს. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test