შემოგვიერთდი

01.08.2013 14:42

„აჭარის“ თანამშრომელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას 100 მსურველი აგრძელებს

თამარ ფარადაშვილი

ტელეკომპანია აჭარა

ტელე რადიო კომპანია „აჭარაში“ ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი იწყება, რომელიც პრეტენდენტებთან გასაუბრებას გულისხმობს.

42 ვაკანტურ თანამდებობაზე - წამყვან-რეპორტიორის, ტელე-რეპორტიორის, პროდიუსერის პოზიციაზე განაცხადი სულ 266 მსურველს ჰქონდა შეტანილი. მათ შორის იყვნენ მოქმედი ჟურნალისტებიც. პირველ ეტაპზე კონკურსანტები რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩნენ.

„აჭარის“ დირექტორის, სოსო სტურუას განმარტებით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 38-მა მოქმედმა თანამშრომელმა შეიტანა, რომელთაგან არჩეულ 100 პრეტენდენტში ყველა მოხვდა. „ეს თავიდანვე ასე იყო განსაზღვრული“, - ამბობს სტურუა. კონკურსში მონაწილეობა ოთხმა ამჟამინდელმა თანამშრომელმა არ მიიღო.

საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან თინა დვალიშვილი, ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი და  წარმომადგენელი ჟურნალისტთა პროფკავშირებიდან.

კონკურსის მეორე ეტაპი გასაუბრებას გულისხმობს, რომელსაც ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ დააკვირდება.

საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში კი „საქართველოს ახალაგზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ არიან.

კონკურსის დასკვნითი ეტაპი 6 აგვისტოს დაიწყება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test