შემოგვიერთდი

13.08.2013 13:16

ტელე-რადიო კომპანია „აჭარაში“ თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა

თამარ ფარადაშვილი

ტელე- რადიო კომპანია „აჭარაში“ 42  ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა.

ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის მესამე ეტაპში მონაწილეობდნენ - ტელერეპორტიორის პოზიციაზე 28, პროდიუსერის პოზიციაზე 12, წამყვან რეპორტიორის პოზიციაზე 9 კანდიდატი, ხოლო დაგრობრივი ტოქ-შოუს წამყვანის პოზიციაზე 6 კანდიდატი.

„აჭარის“ ოფიციალურ ვებ გვერზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა  ტელერადიორეპორტიორის პოზიციაზე 15 კანდიდატი, პროდიუსერის პოზიციაზე 8, წამყვან-რეპორტიორის პოზიციაზე 6, ხოლო დარგობრივი ტოქ-შოუს წამყვანის პოზიციაზე 1 კანდიდატი.

საკონკურსო კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ თინა დვალიშვილი, ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი და ერთი წარმომადგენელი ჟურნალისტთა პროფკავშირებიდან კონკურსი ჩაშლილად 23 ვაკანსიაზე გამოაცხადა.

ტელე-რადიო კომპანიის დირექტორის, სოსო სტურუას განმარტებით, კონკურსი თავიდან გამოცხადდება დარგობრივი ტოკ-შოუს წამყვანის პოზიციაზე - 6 ვაკანსია, შესაძლოა კონკურსი გამოცხადდეს რადიოს წამყვან რეპორტიორის თანამდებობაზე, მანამდე კომისიის რეკომენდაციის თანახმად ამ მოვალეობას შეასრულებენ ტელევიზიის თანამშრომლები. სხვა ვაკანტურ ადგილებიც არსებული კადრებით შეივსება.

კომისიამ მუშაობის პროცესში გამოკვეთა საკითხები და პრობლემები, რომლებიც „აჭარის“ ტელე-რადიო დეპარტამენტის სამსახურს რეკომენდაციის სახით წარუდგინა. რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ მაგალითად ქუთაისში აუცილებელია მუშაობდეს ერთი გადამღები ჯგუფი, სანამ იქ პარლამენტია განთავსებული და ჰქონდეს მინიმალური ტექნიკური აღჭურვილობა. თბილისიდან მზა რეპორტაჟებისა და ექსკლუზიური თემების მიწოდება უნდა იქცეს ყოველდღიურობად. აღნიშნულია, რომ ამ დრომდე არსებული პრაქტიკა, რეპორტიორების მხოლოდ კადრ სინქრონებზე მუშაობა არ მიაჩნია კომისიას თბილისის ბიუროს ერთადერთ ფუნქციად. რეკომენდაციების სრული ვერსია იხილეთ „აჭარის“ ვებ-გვერდზე.

სოსო სტურუას განმარტებით, ტელევიზიის მოქმედი თანამშრომლებიდან, რომლებიც აგრეთვე მონაწილეობდნენ კონკურსში თანამდებობა დატოვა 4-5 მა ადამიანმა.

მისი თქმით, კონკურსის მიზანის შესრულება -  ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება გახდეს უფრო მოქნილი და მაღალ საფეხურზე ავიდეს -  რეკომენდაციების გათვალისწინებით და თანამშრომელთა ცვლილებით შესაძლებელი გახდება. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test