შემოგვიერთდი

22.08.2013 09:32

„იბერია TV“-ს“ მფლობელების წინადადება „მე-9 არხის“ შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით

media.ge

ტელეკომპანია „იბერია TV“-ს დამფუძნებლებმა 22 აგვისტოს გაავრცელეს განცხადება, რომ  აპირებენ „იბერია ტვ“-ს  ამუშავებას, ამასთან მზად არიან, განიხილონ  „ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ჟურნალისტებისა და ტექნიკური რესურსის მიღების შესაძლებლობა.“

„ამჟამად 2004 წელს “იბერიისათვის” ჩამორთმეული სამაუწყებლო ლიცენზიის დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს“, ნათქვამი მოკლე განცხადებაში,  რომელიც სააგენტო „ინფო 9“-მ გაავრცელა.

2004 წლის 19 თებერვალს პროკურატურის გამომძიებლებმა,  ერთდროული ჩხრეკა ჩაატარეს ფირმა "ომეგას"ცენტრალურ ოფისსა და მის საკუთრებაში არსებულ ყველა კერძო კომპანიაში, რომელთა შორის დამოუკიდებელი ტელეკომპანია "იბერიაც" შედიოდა. გამოძიება ტელევიზიის შენობაში ეძებდა საბეჭდ დანადგარებს ყალბი აქციზური მარკებისათვის, რომლებსაც, პროკურატურის მტკიცებით, ფირმა "ომეგა" კონტრაბანდული სიგარეტის რეალიზებისთვის გამოიყენებდა.

მაშინ „იბერია TV“-ხელმძღვანელი იყო ლუბა ელიაშვილი, „მე-9 არხის“ ამჟამინდელი გენერალური დირექტორი.

 „მე-9 არხი“ 19 აგვისტოს საღამოს საინფორმაციო გამოშვებით დაიხურა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა  პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ მისი ოჯახი 1 სექტემბერს დახურავს ტელეარხს და სააგენტო „ინფო 9“-ს, თუ მანამდე არ გამოჩნდა ამ მესიასაშუალებების  მყიდველი. მედიასაშულებების გასაყიდი ფასი ოფიციალურად დასახელებული არ არის. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის საბაზრო ღირებულების მესამედ ფასში გაიყიდება

პარალელურად,  „მე-9 არხის“  სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის და შესყიდვის სურვილი გამოთქვა მოქალაქეთა დიდმა ჯგუფმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრს შესაბამისი განცხადებით 21 აგვისტოს მიმართა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test