შემოგვიერთდი

27.08.2013 07:43

საია მთავარ პროკურატურას „ტაბულას“ ჟურნალისტის საქმით დაინტერესებას სთხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი“ საქართველოს მთავარ პროკურატურას ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტის, გიორგი სიხარულიძის საქმით დაინტერესებას სთხოვს.

სამართლებირივი დაცვის ცენტრი

საქმე ეხება 24 აგვისტოს მომხდარ ფაქტს, „ტაბულას“ ვებ გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი სიხარულიძე  პოლიციის ხუთამდე თანამშრომელმა მანქანიდან ჩამოსვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გადაღებული მასალა მობილური ტელეფონიდან წაუშალა. ინციდენტი 24 აგვისტოს, საღამოს, თბილისში, პოლიციის რეიდის დროს მოხდა.

მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი 27 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ არც ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი, არც სხვა საკანონმდებლო აქტი არ ანიჭებს პოლიციელს იმის უფლებას, რომ აკრძალოს შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების, ან სხვა საპოლიციო უფლებამოსილების, მათ შორის, რეიდის, განხორციელების ვიდეოგადაღება. „ის საპოლიციო უფლებამოსილებები, რაც პირდაპირ არ არის გაწერილი შესაბამის ნორმატიულ აქტში, აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით. შეჩერების, ზედაპირული შემოწმების და ვიდეოგადაღების აკრძალვა სწორედ ასეთი ქმედებაა. ასევე, უკანონო ქმედებაა პოლიციის მიერ ვიდეომასალის განადგურება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი აღნიშნავს, რომ როდესაც არსებობს ინფორმაცია პოლიციელის მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიება უნდა აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ და ამ უწყებას მომხდარით დაინტერესებას სთხოვს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი მოუწოდებს მშრალი განცხადებების გაკეთების ნაცვლად, დეტალურად უპასუხოს კითხვას, განხორციელდა თუ არა საპოლიციო ღონისძიებები „ტაბულას“ ჟურნალისტის გიორგი სიხარულიძის მიმართ. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი განმარტოს „პოლიციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული რა სახის ღონისძიებები გამოიყენეს გიორგი სიხარულიძის მიმართ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test