შემოგვიერთდი

28.08.2013 00:24

პრემიერი ემხრობა აქციონერთა მიერ ტელევიზიის შექმნის იდეას, რომლის ავტორებს მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებას თხოვს

გელა ბოჩიკაშვილი
 (photo: )

პრემიერ-მინისტრი   ბიძინა ივანიშვილი  მხარს უჭირს სააქციო საზოგადოების შექმნას, რომლის მიზანი   ახალი დამოუკიდებელი ტელევიზიის ჩამოყალიბება იქნება.

ამის შესახებ Media.Ge-ს  განუცხადა ჟურნალისტმა ია ანთაძემ, იდეის თანაავტორმა, რომელიც  პუბლიცისტ ვასილ მაღლაფერიძესთან, ცოტნე გამსახურდიასთან და გოგი ლოლაძესთან ერთად, 27 აგვისტოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ისაუბრეს კონცეფციაზე, რომლის თანახმად, ტელევიზიას    სააქციო საზოგადოების წევრთა  ფულადი სახსრებით გახსნიან.

ანთაძემ  ხაზი გაუსვა, რომ საუბარი არ არის „მე-9 არხის“ მუშაობის განახლებაზე. პროექტი გულისხმობს  „მე-9 არხის“ ტექნიკის შესყიდვას, არხის სამაუწყებლო ლიცენზიის,  სიხშირის და ინფრასტრუქტურის გამოყენებას და  სრულიად ახალი, მცირებიუჯეტიანი, მაგრამ მომგებიანი ტელევიზიის   ამუშავებას,  რომელსაც „ხალხი დააფინანსებს.“

ია ანთაძის განცხადებით,  ივანიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ახალი ტელევიზიის „ერთ-ერთი რიგითი აქციონერი“ გახდეს,  ოღონდ, იდეის ავტორებს  მოსალოდნელი  რისკების მაქსიმალურად გათვალისწინება ურჩია.  

„ ჩვენი აზრით, სააქციო საზოგადოებამ, რომლის წესდებაზეც ახლა ვმუშაობთ, აქციების შეძენაზე  უნდა დააწესოს  ლიმიტი. საკონტროლო პაკეტი და ტელევიზიის გაკონტროლების ერთპიროვნული შესაძლებლობა არავის ექნება. ეს არის იდეის მთავარი არსი“, დასძინა ჟურნალისტმა.

„მე-9 არხი“, რომლის მაუწყებლობა 19 აგვისტოს შეწყდა,  სააგენტო „ინფო -9“-სთან ერთად,  პრემიერ-მინისტრის ოჯახს ეკუთვნის. ივანიშვლმა განაცხადა, რომ მედიასაშუალებების მესაკუთრეობა მას და მის ოჯახს „უხერხულობას“ უქმნის, ამიტომ მათ  დახურვას 1 სექტემბერს აპირებს, თუ დარჩენილ  დროში  მყიდველი არ გამოჩნდა.

ტელეკომპანიის დახურვის შემდეგ სოციალურ ქსელში გაჩნდა ჯგუფი, „ვყიდულობთ „მე-9 არხს“ და ვქმნით  სააქციო საზოგადოებას“, სადაც 4 ათასამდე  ადამიანი გაწევრიანდა. უკვე 20 აგვისტოს პრემიერს ჯგუფის წევრების სახელით ტელევიზიის შესყიდვის შესახებ წერილობითი განზრახვა გაეგზავნა, რასაც ხსნებული  შეხვედრა მოჰყვა.

ვასილ მაღლაფარიძემ,  სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პრემიერთან  „საუბარი იყო შედეგიანი.“

„ბატონი ბიძინა მხარს უჭერს, რომ საქართველოში არსებობდეს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით დაფინანსებული და მათ მიერვე მართული ტელევიზია. მისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, პრინციპულია, რომ ტელევიზია იყოს თვითდაფინანსებული, არადოტაციური და აქციონერების მიერ ზედმიწევნით გაკონტროლებული“, აცნობა ჯგუფის წევრებს ვასილ მაღლაფერიძემ. მან  აღნიშნა, რომ ივანიშვილს  აქვს კითხვები, რამდენად შესაძლებელია თვითდაფინანსებული ტელევიზიის არსებობა და ხომ არ გაექცევათ ტელევიზიის მართვა აქციონერებს ხელიდან.

„მას [ივანიშვილს] გავაცანით ჩვენი მოსაზრება, რომ სწორედ სააქციო საზოგადოებაში ვხედავთ კორპორატიული მართვის სიცოცხლისუნარიან მექანიზმებს...  საბოლოოდ, შევთანხმდით, რომ ვიწყებთ ინტენსიურ მუშაობას პროექტის დეტალების მოსამზადებლად“, აცნობა მაღლაფერიძემ სოციალური ჯგუფის წევრებს.

ია ანთაძემ  media.ge-ს უთხრა, რომ პროექტი საბოლოო სახეს  სავარაუდოდ 7-10 დღეში  მიიღებს, ამის შემდეგ მოხდება პრემიერთან შეხვედრა.  მან განაცხდა, რომ  პროცესის დასრულებისა და ტელევიზიის ამუშავებისთვის დრო ჯერ კიდევ არის.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, ლიცენზიის მფლობელი ტელევიზია,  ვალდებულია სამი თვის ვადაში  აღადგინოს  მაუწყებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია,  მისთვის ლიცენზიის და სიხშირის ჩამორთმევის საკითხი დადგეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test