შემოგვიერთდი

06.09.2013 11:19

GPB-ს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ზეწოლაზე საუბრობს

გელა ბოჩიკაშვილი

ემზარ გოგუაძე

საზოგადოებირივი მაუწყებლის (GPB) სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. მისი თქით, 5 სექტემბერს, სამეურვეო საბჭოს სხდომამდე ერთი დღით ადრე, ვიდრე გენერალური დირექტორის გადაყენების გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, საკუთარ კაბინეტში შესულს ირაკლი ციბაძე დახვდა, რომელიც მისი ინფორმაციით, კონტრდაზვერვის თანამშრომელია

„მან მითხრა, რომ თუ მე გადაწყვეტილებას შვეცვლი (უცნაურია საიდან იცოდა მან წინაწარ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ) მაშინ მისი უფროსობა ხელს გამიმართავს და შემომთავაზებენ ნებისმიერ სამინისტროს მინისტრობას და მომავალი ბორდის თავმჯდომარეობასაც კი“, - აღნიშნა ემზარ გოგუაძემ.

„მე ვკითხე იცოდა თუ არა ეს მისმა უფროსმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. ეს არის საფრთხე ჩვენი მაუწყებლისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ასეთი უწესო თამაშით შეიძლება ჩვენი ქვეყანა მივიდეს ქაოსამდე“, - თქვა მან და განაცხადა, რომ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი ციბაძის უფლებამოსიულების გამოიკვლევის მოთხოვნით.

გოგუაძის განმარტებით, მისი ინფორმაციით, ციბაძეს მაუწყებლის საშვი აქვს და სარგებლობს სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის განკუთვნილი ავტომობილით. „აქ ის შტატში არ არის და ხელფასს არ იღებს, წესისამებრ ის უნდა ყოფილიყო ჩუმად  და თვალი ედევნებინა უშიშროების საკითხებისათვის“, - დასძინა გოგუაძემ.

ამ ფაქტს გამოეხმაურა სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი გიორგი მელაძე. „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა პირდაპირი ზეწოლა განხორციუელდა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეზე. რომელსაც თანამდებობას სთავაზობენ იმის სანაცვლოდ რომ მორჩილი თანამშრომელი იყოს“, - განაცხადა მან.

უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი, რომელიც სამეურვეო საბჭომ 6 სექტემბერს თანამდებობიდან გაათავისუფლა,  ადასტურებს, რომ ციბაძე მაუწყებელში მუშაობდა გენერალური დირექტორის მოადგილე იყო უსაფრთხოების საკთხებში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა Media.Ge-ს ზარებს არ უპასუხა, ოფიციალური კომენტარი უწყებას ამ დრომდე არ გაუკეთებია.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test