შემოგვიერთდი

04.10.2013 08:08

GPB-ს სამეურვეო საბჭოს ორ წევრს უფლებამოსილება შეუწყდა

გელა ბოჩიკაშვილი

gpb - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 2 წევრის, ეკა მაზმიშვილისა და ავთანდილ ანთიძის განცხადება თანამდებობიდან განთავისუფელების შესახებ ცნობად 4 ოქტომბერს  მიიღო. შესაბამისად, მათ უფლებამოსილება შეუწყდათ.

თანამდებობის დატოვების შესახებ თავდაპირველად, ეკა მაზმიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, მიმართა, ავთანდილ ანთიძემ კი პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს. კანონდმებლობის მიხედვით, მათი განთავისუფლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება მხოლოდ საქართველოს პარლამენტს შეუძლია. ამიტომ მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება პარლამენტს გადაუგზავნა.

 „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მე-2-ე პოუნქტის მიხედვით, სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება საკუთარი სურვილით უწყდბა მას მერე, რაც პარლამენტი მის განცხადებას ცნობად მიიღებს. 

დღევანდელი მდგომარეობით, სამეურვეო საბჭოში 7 წევრი რჩება, რაც კანონმდებლობის მიხედვით   სამეურვეო საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი არ არის. შესაბამისად, სამეურვეო საბჭო ვეღარ აირჩევს გენერალურ დირექტორს და ვერ აიღებს სესხს, რომელიც 2013 წლის საეთერო სეზონის ბოლომდე მაუწყებლობის გასაგრძელებლად სჭირდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test