შემოგვიერთდი

04.10.2013 10:09

ირაკლი ტრიპოლსკი სამეურვეო საბჭოს წევრებზე ზეწოლას უარყოფს

გელა ბოჩიკაშვილი

ირაკლი ტრიპოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, ირაკლი ტრიპოლსკი საზაოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებზე მისი მხრიდან ზეწოლას უარყოფს. მისი თქმით, საბჭოს თავმჯდომარის, ემზარ გოგუაძის ნათქვამი მასზე განხორციელებული მუქარის შესახებ აბსურდულია.

ტრიპოლსკი ადასტურებს ემზარ გოგუაძესთან შეხვედრას და ამბობს, რომ მისი მხრიდან საბჭოს არცერთი წევრის მიმართ ზეწოლა არ განხორციელებულა - „როგორ უნდა დამეშალა ბორდი?!“, - განმარტა მან.

„ბორდთან არანაირი კავშრი მაქვს. ვის რაში სჭირდება ეგ ბორდი?! 2 თვეში მაინც უნდა დაიშალოს, მე რომ მდომებოდა იქ ყოფნა, არ დავტოვებდი საბჭოს წევრის თანამდებობას“, - აღნიშნა ტრიპოლსკიმ Media.Ge-სთან საუბრისას. იგი 2008 წელს სამეურვეო საბჭოს წევრი იყო, მოგვიანებით კი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი გახდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ემზარ გოგუაძემ ირაკლი ტრიპოლსკი ზეწოლაში დღეს, 4 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადანაშაულა.

მისი თქმით, 5 სექტმებერს, სამეურვეო საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გიორგი ბარათაშილის გადაყენებამდე ერთი დღით ადრე მას საპალამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ტრიპოლსკი ესაუბრა.

„ირეკლე ტრიპოლსკიმ მითხრა, უნდობლობა არ გამომეცხადებინა ბარათაშვილისთვის, თორემ ბორდს მთლიანად დაშლიდა. არ ვიცი, საიდან გაიგო მან ბარათაშვილთან დაკავშირებით რას ვაპირებდით“, - აღნიშნა გოგუაძემ.

გოგუაძე მიიჩნევს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრებმა ავთანდილ ანთიძემ და ეკა მაზმიშვილმა თანამდებობაზე უარი ზეწოლის გამო თქვეს. მისი თქმით, ზეწოლა ხორციელდება საბჭოს კიდევ ერთ წევრზე, ნინო დანელიაზე. Media.Ge ნინო დანელიას ვერ დაუკავშრდა.

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 2 წევრის, ეკა მაზმიშვილისა და ავთანდილ ანთიძის განცხადება, თანამდებიდან გათავისუფელების შესახებ ცნობად მიიღო. შესაბამისად, მათ უფლებამოსილება შეუწყდათ.

დღევანდელი მონაცემებით, საბჭოში 7 წევრი რჩება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიხედვით, ამ შემადგენლობით საბჭოს გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test