შემოგვიერთდი

28.11.2013 13:56

ფინანსური შემოსავლების მხრივ „მაესტრო“ მაუწყებლებს შორის მესამე ადგილზეა

ნატა ძველიშვილი

შემოსავლები

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2013 წლის მესამე კვარტალში მაუწყებელთა შემოსავლების კორექტირებული ვარიანტი გამოაქვეყნა, სადაც წინა ვარიანტისგან განსხვავებით ტელეკომპანია „მაესტროს“, „პიკის“ და „რადიო საქართველოს“ (ფორტუნა, ფორტუნა+, არ დაიდარდო, ავტო რადიო) შემოსავლებიც არის ასახული.

კომისიაში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მაესტროს შემოსავალი მილიონ 298 ათას 85 ლარია, რაც მხოლოდ რეკლამიდან მიიღო. ამ მაჩვენებლით მაუწყებლებს შორის „მაესტრო“ მესამე ადგილზეა.

ყველაზე მეტი, 6 მილიონ 182 ათას 987 ლარის შემოსავალი „რუსთავი 2“-მა მიიღო. „რუსთავი 2“-თან შედარებით თითქმის 2-ჯერ ნაკლები თანხა მიიღო ტელეკომპანია „იმედმა“. მესამე კვარტალში მისი შემოსავალი 3 მილიონ 180 ათას 77 ლარი იყო.

მონაცემები წარადგინა შპს „ტელეკომპანია პიკმაც“, რომლის სიხშირეზე სექტემბრიდან  TV3 მაუწყებლობს. ამ საეთერო დროის გაყიდვიდან „პიკის“ შემოსავალმა 12 ათას 500 ლარი შეადგინა. თუმცა კომპანიას არ დაუკონკრეტებია ძირითადი შემოსავალი - 70 ათას 339 ლარი საიდან მიიღო. ეს თანხა მან გრაფაში „სხვა“ ჩაწერა. კომისიისთვის წარსადგენი ფორმა ითვალისწინებს ტექნიკური მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის ცალკე მითითებასაც, თუმცა“ პიკს“ არ აღუნიშნავს, რომ რაიმე შემოსავალი აქვს ამგვარი მომსახურებიდან.

საერთო ჯამში, მაუწყებელს, რომელიც ერთი წელია საკუთარ კონტენტს არ ქმნის, სამ თვეში 82 ათას 839 ათასი ლარის შემოსავალი ჰქონდა.

რადიოებს შორის კი ყველაზე მეტი შემოსავალი შპს „რადიო საქართველოს“ ჰქონდა, რომელსაც ოთხი რადიო „ფორტუნა“, „ფორტუნა+“, „არ დაიდარდო“, „ავტო რადიო“ ეკუთვნის, მან მილიონ 66 ათას 153 ლარი მიიღო. საიდანაც 670  თას 370 რეკლამიდან, 332 ათას 250 ლარი კი სპონსორობიდან მიღებული შემოსავალია.

მეორე ადგილზე რადიო იმედია. სამ თვეში მისმა შემოსავალმა ჯამში 291 ათას 952 ლარი შეადგინა.

მონაცემებს დაემატა „პირველი რადიოს“ მიერ წარდგენილი შემოსავალი. მან რეკლამიდან და სპონსორობიდან 97 ათას 505 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.  ამ მაჩვენებლით, „პირველი რადიო“ რადიოებს შორის მესამე ადგილზეა.

მაუწყებლები ფინანსურ ინფორმაციას კომისიაში  ელექტრონული სისტემის გამოყენებით წარადგენენ. ისინი მომხმარებლის სახელითა და პაროლით შედიან სისტემაში, ავსებენ ფორმებს, რაც ავტომატურად არქივდება. თუმცა, კორექტირების შესაძლებლობა მოგვიანებითაც აქვთ. ამგვარი შესწორებები ან კომისიის აპარატის თანამშრომლების მხრიდან მათი შემოწმების შემდეგ ხდება ან მაუწყებლები საკუთარი სურვილით აზუსტებენ მონაცემებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test