შემოგვიერთდი

07.01.2014 21:35

მოწოდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა პოლიტიკური ნიშნით შერჩევის საფრთხის გამო

Media Ge

სოციალურ ქსელში გაჩნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფი, რომლის გვერდზე გამოქვეყნებული მიმართვა  მოუწოდებს პარლამენტს,  აირჩიონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეები საპარლამენტო კომისიის მიერ შეთავაზებული კანდიდატურებიდან.

„მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, რომ გაითვალისწინონ საზოგადოების მაღალი ინტერესი, მიაღწიონ რთულ, მაგრამ აუცილებელ შეთანხმებას, აირჩიონ მეურვეები დასახელებული 27 კანდიდატიდან  და ხმა მისცენ  საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლებას პოლიტიკური კონტროლისაგან“, ნათქვამია მიმართვაში. მასზე ხელმოწერა  ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მიმართვის თანახმად,   საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც „ყურადღებით“ ადევნებენ  თვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს დაკომპლექტების პროცესს,  მიაჩნიათ, რომ პარლამენტის მიერ დანიშნულმა შესარჩევმა კომისიამ „სანიმუშოდ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, შეასრულა კანონის მოთხოვნა და საზოგადოების დაკვეთა, პროცესი წარმართა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად,  დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება მისცა პირდაპირ ეთერში ედევნებინა თვალი კანდიდატებთან გასაუბრებისთვის და მეურვეობის 68 მსურველიდან შეარჩია 27 ღირსეული კანდიდატი.“ 

„სამწუხაროდ, პარლამენტმა ვერ შეძლო წარდგენილი სიიდან სასურველი კანდიდატების ამორჩევა. დემოკრატიულად დაწყებული პროცესი შეფერხდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით, იგეგმება ხელახალი კონკურსი, რაც მოიცავს საფრთხეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ პოლიტიკური ნიშნით არჩეული კანდიდატები. ამით დაზარალდება როგორც მაუწყებელი, ასევე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესი“, ნათქვამია მიმართვაში.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ბოლო ცვლილებით, პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცხრავე მეურვეს იმ 27 კანდიდატიდან ამტკიცებს, რომელსაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სპეციალური საპარლამენტო კომისია წარუდგენს, ღია კონკურსის შემდეგ.

იმავდროულად,  კოალიცია მედია ადვოკატირებისათვის ავრცელებს კლიპს სახელწოდებით „ნუ გაიმერებთ წინა ხელისუფლების შეცდომებს“, რომელიც მოუწოდებს პარლამენტარებს,  აირჩიონ მეურვეები წარდგენილი 27 კანდიდატიდან.

ამ ეტაპზე მხოლოდ 3 მეურვე დამტკიცდა-ერთი უმრავლესობის, ერთი უმცირესობის და ერთიც სახალხო დამცველის მიერ შეთავაზებული კანდიდატურებიდან.  პარლამენტს დასამტკიცებელი ყავს მანამდე ჩაგდებული  და  ხელახლა შეთავაზებული კიდევ სამი კანდიდატურა. საპარლამენტო ჯგუფებს, მათ შორის უმრავლესობას, კიდევ ოთხ ვაკანსიაზე კანდიდატები არ დაუსახელებია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test