შემოგვიერთდი

12.02.2014 16:28

"ტაბულამ" დაშვებული შეცდომა აღიარა და ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლა

გელა ბოჩიკაშვილი

ტაბულაში ღარიბაშვილი

„ტაბულამ“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში დაშვებული შეცდომის გამო ჟურნალისტი სამსახურიდან გაუშვა. „ტაბულას“ ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის პრეს-სამსახურის მიერ დღეს, 12 თებერვალს გავრცლებული გაცხადების შედეგ მიიღო. პრემიერმინისტრის პრესსამსახური „ტაბულას“ 12 თებერვალს გამოქვეყნებულ მასალაში ფაქტობრივ შეცდომაზე მიუთითებდა. "ტაბულას" რედაქციამ დაშვებული შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა. 

"ტაბულა ფაქტების მიუკერძოებლად, ზედმიწევნით ზუსტად და დაუმახინჯებლად გადმოცემის სტანდარტის ერთგულია. რედაქცია ვერ დაუშვებს, ერთი ჟურნალისტის შეცდომის გამო ჩრდილი მიადგეს მის თანამშრომლებს, სწორედ ამიტომ, მორიგე ჟურნალისტი, რომელმაც პრემიერმინისტრს მიაწერა ის, რაც მას არ უთქვამს, სამსახურიდან გათავისუფლებულია.

იმედს ვიტოვებთ, რომ მთავრობაც ისეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ შეცდომებს, როგორც ტაბულას რედაქცია", - აღნიშნულია რედაქციის განცხადებაში, რომელიც "ტაბულას" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

ტაბულას მასალა, შემდეგი სათაურით „ღარიბაშვილი: წლის დასაწყისში ველოდები დიდ რუსულ ინვესტიციებს საქართველოში“ უკვე წაშლილია. მასალაში ჟურნალისტი წერდა, რომ „რუსებს კონკრეტული ინტერესები აქვთ საქართველოში სხვადასხვა დარგის მიმართ“. თუმცა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „პოლიტიკის დროში“ "რუსები" ამ კონტექსტში არ უხსენებია და უცხოეთში თავის ვიზიტებსა და ისრაელში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ მარტში საქართველოში ქართულ-ებრაული ბიზნესფორუმი გაიმართება. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test