შემოგვიერთდი

06.05.2014 18:17

EBRD მზადაა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში გამარჯვებულ კომპანიებს ფინანსურად დაეხმაროს

გელა ბოჩიკაშვილი

EBRD

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) მზადაა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში სატელევიზიო ქსელის (მულტიპლექსის) აგების კონკურსში გამარჯვებულ კომპნიას (კომპანიებს) ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს. საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ ამის შესახებ ინფორმაცია 2013 წლის 6 მაისს გაავრცელა.

კომისიის განცხადებით ირკვევა, რომ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა“ თავად გამოთქვა ამ პროცესში ჩართვის სურვილი და ამის შესახებ კომისიას აცნობა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს განაცხადების შეტანა 28 მაისამდე შეუძლიათ. კონკურსი ხუთი ლიცენზიის მოსაპოვებლადაა გამოცხადებული. თითოეული ლიცენზიის საწყისი საფასური 1000 ლარია. ორი MUX-A და MUX-B მულტიპლექს პლატფორმების შესაბამისი სიხშირული რესურსი გაიცემა მხოლოდ ღია საეთერო მაუწყებლობისთვის. ორივე ლიცენზია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობის გავრცელებას უზრუნველყოფს. კონკურსის ფარგლებში განსაზღვრულია 10 ლოტი.

ამ კონკურსში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ „რუსთავი 2“ და „სტერეო +“.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test