შემოგვიერთდი

07.05.2014 17:17

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს 19 მაისს აირჩევენ

გელა ბოჩიკაშვილი

gncc

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით 19 მაისს, 18 საათზე აირჩევენ. კომისიის წევრებმა არჩევნების ჩანიშვნის გადაწყვეტილება 7 მაისს მიიღეს.

კომისიის თავმჯდომარედ აირჩევა კომისიის წევრი. თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ყველა კომისიონერს, რომელიც შეიძლება აირჩეს ერთი ვადით - 3 წლით. 

კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი კომისამ 30 აპრილს დაამტკიცა. მანამდე კი თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა.

ფარული კენჭისყრის მიუხედავად, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა სრულად საჯარო იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის თავმჯდომარეობის ვერც ერთმა კანდიდატმა არჩევნებზე ვერ მიიღო ხმების ის ოდენობა (მინიმუმ 3 ხმა), რაც გამარჯვებისთვის არის საჭირო, გაიმართება არჩევნების მეორე ტური, სარეიტინგო კენჭისყრის ფორმით. სარეიტინგო კენჭისყრაც ფარული იქნება, თუმცა საარჩევნო პროცესის საჯაროობა ამ შემთხვევაშიც უზრუნველყოფილი იქნება. არჩევნების მეორე ტურში თავმჯდომარის ვერარჩევის შემთხვევაში, არჩევნები გამოცხადდება ჩაშლილად და კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.

დღევანდელი მდგომარეობით კომისია სრულადაა დაკომპლექტებული. მისი წევრები არიან - აკაკი სიხარულიძე, სოფიო ბრიტანჩუკი, ირაკლი მოსეშვილი, კახი ბექაური და ვახტანგ აბაშიძე. ეს უკანასკნელი პარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test