შემოგვიერთდი

14.05.2014 19:22

GNCC-ის თავმჯდომარის არჩევნებში მხოლოდ ვახტანგ აბაშიძე მიიღებს მონაწილეობას

ნატა ძველიშვილი

ვახტანგ აბაშიძე

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) თავმჯდომარის არჩევნებზე მხოლოდ ერთი კანდიდატი დარეგისტრირდა - ამ პოსტის დაკავების სურვილი კომისიის მხოლოდ ერთმა წევრმა ვახტანგ აბაშიძემ გამოთქვა.

კომისიის ცნობით, სხვა წევრებს განაცხადი არ შეუტანიათ. კანონმდებლობის თანახმად, თავმჯდომარეს წევრები საკუთარი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით სამი წლით ირჩევენ.

ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრად პარლამენტმა მიმდინარე წლის 5 მარტს აირჩია. ის კომისიის წევრი და თავმჯდომარე ერთხელ უკვე იყო. ამ პოსტს ის 2000-2004 წლებში იკავებდა. აბაშიძე პროფესიით ჟურნალისტია. 2012 წლიდან მუშაობდა სს „სილქნეტის“ სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ და ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად.

აბაშიძის გარდა კომისიის ახალი წევრია კახი ბექაური, ამ პოზიციას უკვე რამდენიმე წელია იკავებენ სოფო ბრიტანჩუკი, ირაკლი მოსეშვილი და აკაკი სიხარულიძე. ეს უკანასკნელი კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას 2013 წლის ნოემბრიდან ასრულებდა. არჩევნები, 2014 წლის 19 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართება. კომისიის წევრები თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით აირჩევენ.

არჩევნებზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test