შემოგვიერთდი

30.05.2014 23:31

GNCC-ის თავმჯდომარე - პრემირების სისტემა გადაიხედება

ნატა ძველიშვილი

ვახტანგ აბაშიძე

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე აცხადებს, რომ კომისიის პრემირების სისტემა გადაიხედება.

30 მაისს „ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა“ (IDFI) გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ 2013 წელს კომისიის ოთხმა წევრმა 2013 წელს ჯამში  456 ათას  993 ლარის პრემია მიიღო, რაც ფაქტობრივად გაორმაგებული ხელფასია.

 “პრემირების ფონდი არ იქნება ისეთივე, როგორიც იყო ჩემი კომისიის თავმჯდომარედ არჩევამდე იყო. მიმაჩნია, რომ გამართლებული არ არის ის რაც დღემდე ხდებოდა. პრემირების სისტემა უნდა იყოს გააზრებული და  როგორც აპარატის, ისე წევრების ეფექტურობის უზრუნველყოფაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა რაღაც ავტომატური დანამატი, რომლითაც ვერ განსაზღვრავ, რომელმა თანამშრომელმა უკეთსად იმუშავა და რომელმა უარესად“, - აღნიშნა მან Media.Ge-სთან საუბრისას და იქვე ხაზი გაუსვა იმას, რომ კომისია ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და მისი ბიუჯეტი რეგულირებას დაქვემდებარებული კომპანიების შემოსავლებით ივსება.

ვახტანგ აბაშიძის თქმით, იმისათვის, რომ კომისიამ ფუნქცია ეფექტურად შეასრულოს მნშვნელოვანია ფინანსურად სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული არ იყოს, რაც დღევანდელი მდგომარეობით უზრუნველყოფილია, გარდა ამისა, აუცილებელია კომისიის კვალიფიცირებული კადრებით დაკომპლექტება.

„იმისთვის რომ მაღალი დონის კადრები მუშაობდნენ, შენ უნდა გქონდეს მათი მოზიდვის შესაძლებლობა. ეს ხალხი ამ ბაზარზე არსებულ კომპანიებიდან უნდა მოიზიდო,  სადაც მათ აქვთ მაღალი ხელფასი. ვერ უზრუნველყოფ მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოზიდვას თუ მათ არ მიეცი თუნდაც იმ კომპანიებში მათი რანგის სპეციალისტის შესაბამისი ანაზღაურება. საინტერესოა რა ანაზღაურება აქვთ კომპანიების გენერალურ დირექტორებს, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, რიგით თანამშრომლებს, სწორედ ამის გათვალისწინებით უნდა არსებობდეს დაახლოებით ასეთივე შესაძლებლობები კვალიფიციური კადრების მოსაზიდად“, - აღნიშნავს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ამ პოსტის დაკავებამდე საკომუნიკაციო კომპანია “სილქნეტში“ სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობდა. ის ამბობს, რომ მისი შემოსავალი ბონუსების გათვალისწინებით დაახლოებით იმდენივე იყო, რაც ახლა კომისიის წევრად არჩევის შემდეგ აქვს.

ვახტანგ აბაშიძე ამბობს, რომ კომისიის წევრთა ანაზღაურება ბნებისმიერი წარმატებული კერძო კომპანიის დირექტორის ხელფასზე ბევრად ნაკლებია და აზუსტებს, რომ ხელფასის ზრდა არა მაგრამ პრემიების სისტემის გადახედვაა მოსალოდნელი.

კანონმდებლობის თანახმად, კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების საფასური. ამ თანხიდან იფარება კომისიის საბიუჯეტო ხარჯები.რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები და საკომუნიკაციო კომპანიები.

მაუწყებლები ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების 0.5 პროცენტს, საკომუნიკაციო კომპანიები კი - 0.75 პროცენტს ყოველთვიურად კომისიის ანგარიშზე რიცხავენ

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test