შემოგვიერთდი

03.03.2017 18:57

ქეთევან ხუციშვილი- რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები მართული

Media Ge

რუსთავი 2-ის  მიმდინარე მოვლენების გარშემო მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს,  რომ პროცესები მართულია, განაცხადა ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს აღმასრულებელმა  დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა 3 მარტს,  „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 “შემაშფოთებელია, რომ სასამართლოს ერთი დღე დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად. რუსთავი 2 ერთადერთი არ არის, რომელიც გარკვეული ზეწოლის და რთული პროცესების შუაგულში იმყოფება. მსგავსი პროცესები დაიწყო საზოგადოებრივ მაუწყებელშიც. მიმდინარე მოვლენები გვაძლევს  იმის თქმის საშუალებას, რომ პროცესები მართულია. ავტოკრატიული რეჟიმისკენ მიდრეკილებას უკვე ვხედავ,“ - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, „ღია საზოგადოება - საქართველო“ მზად არის დააფინანსოს რუსთავი 2-ის იურისტების სტრასბურგში გამგზავრება.

სამაუწყებლო კომპანიის იურისტები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაჩერებლად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადის შეტანას გეგმავენ. 

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test