შემოგვიერთდი

05.03.2017 17:07

GNCC-მ საქართველოს მასშტაბით FM დიაპაზონში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.

Media Ge
განცხადებები კონკურსები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.

კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების მოთხოვნით კომისიას შპს ”იბერია TV”-იმ და შპს „სუპერ ტვ“-მ მიმართეს.

ეროვნულ დონეზე კერძო რადიომაუწყებლობის უზრუნველსაყოფად კონკურსი პირველად ცხადდება. ლიცენზიის საფასური 68 161 ლარით და 50 თეთრის ოდენობით განისაზღვრა.

ეროვნული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად, რაც გულისხმობს საქართველოს მოსახლეობის 90% დაფარვას, კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ ქვემოთ მითითებული თხუთმეტი გადამცემი სადგურით უნდა იმაუწყებლოს. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები შემდეგია:  

 

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე ადგენს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს. კომისიის დაკვეთით ბოლოს ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც ასახულია  კომისიის 2016 წლის 10 მარტის №160/22 გადაწყვეტილებაში - ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები შემდეგნაირად არის განსაზღვრული :  

1. საერთო რადიომაუწყებლობა;
2. სათემო რადიომაუწყებლობა;
3. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა.

ამავე კანონის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა.

კონკურსში გამარჯვებული კომპანია სალიცენზიო პირობების თანახმად, ვალდებული იქნება მაუწყებლობა დაიწყოს თხუთმეტივე გადამცემი სადგურის საშუალებით ლიცენზიის გაცემიდან არაუგვიანეს ერთი წლის ვადაში.

კონკურსში მონაწილეთა საბუთების მიღება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2017 წლის 3 აპრილის, 17:00 საათამდე იწარმოებს. მოსამზადებელი სხდომა, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება და კომისიის ვებგვერდზე აიტვირთება (www.gncc.ge) მიმდინარე წლის 6 აპრილს 13:00 საათზე ჩატარდება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა 2017 წლის 11 მაისს 13:00 საათზე გაიმართება, რომელზეც კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი კონკურსანტთა სამაუწყებლო კონცებციების თაობაზე დასკვნას წარმოადგენს, უშუალოდ საკონკურსო სხდომა, რომელზეც კონკურსში გამარჯვებული კომპანია დასახელდება 2017 წლის 16 მაისს 13 საათზე გაიმართება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test