შემოგვიერთდი

07.03.2017 23:39

ნიკა გვარამია-სტრასბურგის სასამართლომ უვადოდ შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება

Media Ge

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუკზე აქვეყნებს  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, გვარამიას თქმით, რუსთავი 2-ის  საქმეზე უვადოდ არის შეჩერებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.




"გავიმარჯვეთ! ერთხმად გაგრძელდა დროებითი ღონისძიება უვადოდ!" -წერს გვარამია.

მანამდე,  სტრასბურგის სასამართლოს ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილება  8 მარტამდე ჰქონდა შეჩერებული.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test