შემოგვიერთდი

27.03.2017 20:27

კომერციული რეკლამის განთავსების წესების დარღვევისთვის „სტუდია მაესტრო“ „ტელეკომპანია პირველი“ წერილობით გაფრთხილეს

David Mchedlidze

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა  მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში რიგი მაუწყებლების ბადეში განთავსებული პროგრამების სპონსორობის  და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესების დაცვის მონიტორინგი ჩაატარა.

როგორც კომისია 27 მარტს გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნავს, მონიტორინგის შედეგად პროგრამების სპონსორობის  და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესების დარღვევის შემთხვევები ხუთ ტელეკომპანიას (შპს „სტუდია მაესტრო“, შპს „ტელეკომპანია პირველი“, შპს „იბერია  TV“, შპს „ტელეიმედი“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი -2“) დაუფიქსირდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2017 წლის 23 მარტის სხდომაზე   შპს „სტუდია მაესტრო“ და შპს „ტელეკომპანია პირველი“ საკითხები განიხილა და ორივე ტელეკომპანია პროგრამების სპონსორობის  და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

ორივე ტელეკომპანიის შემთხვევაში კომისიამ მიიჩნია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონები დაირღვა, რადგან, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისას, აკრძალულია პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირი მოწოდება და პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება, ასევე სასპონსორო ტიხრებში საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ჰქონდა ადგილი, რაც სპონსორზე მითითების, კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევაა.

რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ სხვა მაუწყებლებს, მათი საკითხების საჯარო განხილვა კომისიის უახლოეს სხდომებზე გაიმართება, ნათქვამია პრესრელიზში

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test