შემოგვიერთდი

19.04.2017 14:35

MDF: ბოლო წლებში ნატოს წინააღმდეგ მიმართული გზავნილები 20 პროცენტით გაიზარდა

Media Ge

წყარო: www.mdfgeorgia.ge

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) "ანტიდასავლური პროპაგანდისერთწლიანი მედია მონიტორინგის ანგარიში წარადგინა,18 აპრილს.

კვლევაში, 2016 წელს ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილები და დეზინფორმაცია არის მიმოხილული, რომელსაც როგორც მედია საშუალებები, ასევე სხვა წყაროებიპოლიტიკური კლასი, სასულიერო პირები, სხვადასხვა ორგანიზაციები და საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები ავრცელებდნენ.

მონიტორინგის შედეგად, ანტიდასავლური გზავნილების, სხვადასხვა ტენდენცია გამოიკვეთა. ყველაზე მეტი ანტიდასავლური გზავნილი კვლავ ადამიანის უფლებებთან და ღირებულებებთან იყო დაკავშირებული. დომინირებდა მოსაზრება, რომ დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას და გარყვნილი ცხოვრების წესს, ებრძვის ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს, მართლმადიდებლობას და ოჯახის ინსტიტუტს.

წინა წლებთან შედარებით ნატოს წინააღმდეგ მიმართული გზავნილები (20,1%) გაზრდილია. იგივე უარყოფით კონტექსტში იყო განხილული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საკითხიც- ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხით აპელირება ხშირად ხდებოდა.

ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო ძირითადად მედია იყო. თუმცა, აღსანიშნავია პოლიტიკური პარტიებიც (რვა), რომელთა შორის საპარლამენტო წარმომადგენლობის მქონე პარტიებიც აღმოჩდნენ.

ანტიდასავლური პროპაგანდის" ანგარიში იხილეთ შემდეგ ბმულზეhttp://mdfgeorgia.ge/geo/view-library/65 ან
გადმოტვირთეთ Media.Ge-ს გვერდიდან

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test