შემოგვიერთდი

19.04.2017 15:30

ინტერნიუსი - საქართველო აცხადებს ორ საგრანტო კონკურსს მედიაორგანიზაციებისთვის

Media Ge

21 აპრილს, 14:00 საათზე, ინტერნიუსი - საქართველო მედიაორგანიზაციებს ორი ახალი საგრანტო კონკურსის პირობებს გააცნობს. საგრანტო კონკურსების მიზანია საქართველოს მედიაორგანიზაციებში ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერა  და ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი ჟურნალისტების ერთობლივი მულტიმედიური პროექტების დაფინანსება. კონკურსები ჩატარდება რეგიონული პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება მოლდოვაში, საქართველოში და უკრაინაში“ ფარგლებში.

შეხვედრა შედგება ინტერნიუსი -საქართველოს ოფისში მისამართზე: თბილისი, პაოლო იაშვილის ქ. #14/22. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს შორენა ქოჩიაშვილს ელ. მისამართზე shorena@internews.ge , ან ტელეფონით 598 404 401

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test