შემოგვიერთდი

18.05.2017 21:40

დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის პროექტი წარადგენს მულტიმედიური ჟურნალისტური მასალების ციკლს „ჯორჯია პლიუსი“

Media Ge

“ინტერნიუსი საქართველო” , ინტერნიუს ნეთვორქთან (აშშ) და პარტნიორ მედიაორგანიზაციებთან ერთად იწყებს თემატური მულტიმედიური ჟურნალისტური მასალების გამოქვეყენებას სახელწოდებით „ჯორჯია პლიუსი.“

მულტიმედიური მასალების პაკეტები, რომლებსაც პროექტის პარტნიორი ცენტრალური მედიასაშუალებები და ჟურნალისტური ჯგუფები დაამზადებენ, განთავსდება პროექტის პარტნიორ ცხრა რეგიონულ მედიაორგანიზაციაში.

ჟურნალი „ინდიგო“, პროექტის პარტნიორი მედიასაშუალება, 19 ივნისს, 16:00 საათზე, თავის რედაქციაში (მის: პაოლო იაშვილის 14/22)  პროექტის ფარგლებში მომზადებული პროდუქტის  პრეზენტაციას გამართავს.

“ჯორჯია პლიუსი”, რომელშიც ვიდეო, აუდიო, ტექსტური მასალები, ინფოგრაფიკა, ინტერაქტიული რუკები, თამაშები და გამოკითხვები იქნება ჩართული, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს გააშუქებს. პირველი პაკეტის თემაა ადგილობრივი მმაართველობის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა.  იგეგმება ასევე ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, მიგრაციის, ახალგაზრდობის, ტურიზმის, არჩევნების თემების გაშუქება.

პარალელურად, ამ თემებს რეგიონული ორგანიზაციებიც გააშუქებენ და მულტიმედიურ მასალებს დაამზადებენ რეგიონში მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების შესახებ. საუკეთესო მასალები ითარგმნება და განთავსდება უკრაინულ და მოლდოვურ მედიაში.

პროექტის პარტნიორი ცენტრალური მედიასაშუალებებია: ჟურნალები “ინდიგო” და “ლიბერალი”, ვებგამოცემები “MyAngle” და “JamNews” ასევე ჟურნალისტთა ჯგუფი (თამთა თვალავაძე, გიორგი ფარქოსაძე, ნინო ვარძელაშვილი). პარტნიორი რეგიონულ მედიაორგანიზაციებია: ტელეკომპანიები “მეგაTV” (ხონი),“თრიალეთი” (გორი), “ბორჯომი TV” (ბორჯომი), “მეცხრე ტალღა” (ფოთი), “გურჯაანი” (გურჯაანი), რადიო “ძველი ქალაქი”, გაზეთები და ვებგამოცემები “სამხრეთის კარიბჭე”, “კახეთის ხმა”, და qartli.ge.

ჟურნალისტური პროექტი ხორციელდება რეგიონული პროგრამის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება მოლდოვაში, საქართველოში და უკრაინაში“ ფარგლებში. ჟურნალსიტური კონტენტის წარმოების პარალელურად პროექტის პარტნიორი რეგიონული მედიაორგანიზაციები იღებენ საგრანტო დაფინანსებას, ასევე ტრენინგებს და კონსულტაციებს მულტიმედიური კონტენტის წარმოების, დისტრიბუციის და გაყიდვების საკითხებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მაია მიქაშავიძეს, პროექტის დირექტორს (ტელ: +995 32 2923396/97, მობ: 599 589 704, ელ.ფოსტა: maia.mikashavidze@gmail.com ),  ან შორენა ქოჩიაშვილს, პროექტის ასისტენტს (ტელ: +995 32 2923396/97, მობ: 598 404 401, ელ.ფოსტა: shorena@internews.com )

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test