შემოგვიერთდი

15.06.2017 18:24

წლევანდელი GIPA-ფრიდმანის ჟურნალისტური კონკურსის მთვარი პრიზი ნოდარ მელაძეს გადაეცა

Media Ge

GIPA-ფრიდმანის პრიზი- 2017-ის   მთავარი ჯილდო საუკეთესო საგამოძიებო ჟურნალსიტური ნამუშევრისთვის რუსთავი 2-ის ჟურნალსტმა მიიღო. ნოდარ მელაძის სიუჟეტი ჟიურიმ 33 ნამუშევარს შორის შეარჩია.

საგამოძიებო სიუჟეტი მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონის გადაცემაზე, კონკურსის მთავარი გამარჯვებული გახდა. წელს კონკურსს 6 გამარჯვებული ყავდა, მათ შორის 2 პრიზი რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს ეკუთვნით.

„მოხარული ვარ, რომ მთავარი პრიზი რუსთავი 2-მა მოიპოვა და თქვენი ჟურნალისტი საუკეთესო საგამოძიებო ჟურნალისტური ნამუშევრის ავტორია. თქვენი არხის ჟურნალისტებისთვის ეს არის მოტივაცია და ხელშეწყობა, რომ კიდევ უფრო გამბედავები გახდნენ. მე ვხვდები, როგორი რთულია ეს, როცა ხელისუფლება მედიის წევრების მიმართ არ არის კეთილგანწყობილი. ვფიქრობ, რომ საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა დააფასოს,” - განაცხადა პულიცერის პრემიის ლაურეატმა ჯოშ ფრიდმანმა.

ჯიპა-ფრიდმანის დაჯილდოებაზე 6 საუკეთესო საგამოძიებო ნამუშევრიდან 4

სტუდია მონიტორმა მოიგო!

გამარჯვებული ფილმები:
"პოლიციური სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ" - ავტორები: ნათია ჩეხერია და ნანა ბიგანიშვილი 
https://youtu.be/ZQzpeNzxn8Q
"აგენტი პროვოკატორი ხელისუფლების სამსახურში 2" - ავტორები ნინო რამიშვილი და გიორგი მგელაძე
https://youtu.be/1S5nTF8aPwM
"ქართული ცხვრის გასაჭირი" - ავტორი ცქრიალა შერმადინი 
https://youtu.be/TrYE73GOfgc
"ბავშვები ჩვენი რეალობიდან" - ავტორები სალომე ცეცხლაძე და გიორგი მგელაძე 
https://youtu.be/o7QjklbKCUc

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test