შემოგვიერთდი

23.06.2017 15:53

JAMnews-ი გამართავს დისკუსიას ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობის საკითხზე

Media Ge

26 ივნისს, 17:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ოფისში, მედია-პლატფორმა JAMnews-ის ორგანიზებით, გაიმართება დისკუსია თემაზე “ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა - პროექტის მნიშვნელობა და შედეგები საქართველოსთვის, სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის”.

რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ეს რეგიონისთვის უმმნიშვნელოვანესი პროექტი; როგორია მისი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები თითოეული ქვეყნისთვის; რამდენად უწყობს იგი ხელს სამხცხე-ჯავახეთში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას?

ამ საკითხების გარშემო დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები - პაატა ცაგარეიშვილი საქართველოდან, ასევე - ჯონი მელიქიანი სომხეთიდან (სკაიპით) და თოგრულ მაშალი აზერბაიჯანიდან (სკაიპით). დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას ასევე JAMnews-ის ჟურნალისტი ახალქალაქიდან, რომელიც ისაუბრებს პროექტის შედეგებზე ადგილობროვი მოსახლეობისთვის.

დასწრება თავისუფალია. სამუშაო ენა ქართული და რუსული. მისამართი: ზოვრეთის ქ. 28, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test