შემოგვიერთდი

04.07.2017 03:39

ქარტიის საბჭო ითხოვს სათემო რადიოს ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტის გამოძიებას

media.ge

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ადეკვატურად გამოიძიონ მარნეულის სათემო რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტების მიმართ  „შესაძლო ხელის შეშლისა და მუქარის ფაქტი.“

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მას მიმართა მარნეულის სათემო რადიოს ხელმძღვანელმა კამილა მამედოვამ, რომლის თქმითაც მასზე და რადიოს სხვა ჟურნალისტებზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა პირის მხრიდან ხორციელდება ზეწოლა, ემუქარებიან, აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას სოციალური ქსელების და სატელეფონო ზარების მეშვეობითაც. ჟურნალისტებმა პოლიციას უკვე მიმართეს.

როგორც კამილა მამედოვა ამბობს, ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც რადიო „მარნეულმა“ გამოაქვეყნა მასალა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი) სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლის უკონკურსოდ დანიშვნის შესახებ. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test