შემოგვიერთდი

23.08.2017 14:08

GNCC ადგილობრივი ვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს 2017 წლის პირველ სექტემბერს დაიწყებს

Media Ge

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC) საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისარჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგს 2017 წლის პირველი სექტემბრიდან იწყებს. აღნიშნული პერიოდში კომისიის მონიტორინგის ჯგუფი  ორმოცდაათი დღის განმავლობაში, 24 საათიანრეჟიმში,  49 ტელეკომპანიას დააკვირდება.

საქართველო ორგანული კანონით „საარჩევნო კოდექსით“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოსკანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენებისწესით“ მაუწყებლებისთვის შემდეგი მოთხოვნებია წაყენებული:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი ნაწილისშესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია დარადიო, ასევე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები და მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირები,კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე, წინასაარჩევნო აგიტაციისა დაპოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის დროს ვალდებულნი არიან „საარჩევნოპროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ დადგენილი ფორმის შესაბამისად(დანართი N1), საჯაროდ გამოაცხადონ და კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ შემდეგი სახისინფორმაცია:

ა) რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო;
ბ) ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი;
გ) საეთერო დროის ტარიფი;
დ) გაწეული მომსახურება;

გასათვალისწინებელია, რომ ტელე ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილიფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტსდა არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროისტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციურისუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს. პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეშიუნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“.რადიმაუწყებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ხმოვანი მითითება „ფასიანი პოლიტიკური რეკლამის“ ან„უფასო პოლიტიკური რეკლამის“ შესახებ. გარდა ამისა, მაუწყებლის ეთერში გაშვებული ნებისმიერიწინასაარჩევნო სარეკლამო რგოლზე განთავსებული უნდა იყოს სურდოთარგმანი (შშმპ). აღნიშნულისუზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი თავად  საარჩევნო სუბიექტია.

ასევე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისიგამოყენების წესის“ შესაბამისად, უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება, კენჭისყრისდღიდან 50 დღით ადრე, ვრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საზოგადოებრივი მაუწყებელისაჭარის ტელევიზიაზე და რადიოზე, ყველა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ეროვნულმაუწყებელზე და ავტორიზებულ მაუწყებელზე. ასევე, უფასოდ სარეკლამო დროის გამოყოფისვალდებულება უჩნდებათ იმ ადგილობრივ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს,მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირებს  და სპეციალიზებული ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს,რომლებიც თავის სამაუწყებლო ბადეში განათავსებენ წინასაარჩევნო  (პოლიტიკურ) ფასიან რეკლამას. ესვალდებულება ზემოთ ხსენებულ მაუწყებლებზე კენჭისყრის დღიდან 30 დღით ადრე ჩნდება და ერთისაარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო არ უნდა აღემატებოდეს სამ საათში ერთხელ90 წამს.

კენჭისყრის დღიდან 55 დღით ადრე ყველა ადგილობრივი (რეგიონული) მაუწყებელი, ასევემაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი, რომელიც გეგმავს საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსოსწინასაარჩევნო (პოლიტიკური) ფასიანი რეკლამა, ვალდებულია საარჩევნო სუბიექტებისთვის ფასიანიწინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკისა და სარეკლამო დროის ფასის შესახებინფორმაცია წარმოუდგინოს კომისიას და ცესკოს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოვალდებულნი არიან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების გარდა,  ყველა სხვა პარტიის და საარჩევნობლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყონ დრო, რომელიც თანაბრად უნდაგადანაწილდეს ამ სუბიექტებს შორის.

საზოგადოებრივ მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს  ეთერში გაშვებულიარჩევნებთან დაკავშირებული გადაცემები  უზრუნველყოს სურდოთარგმანით (შშმპ).

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის 15აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისიგამოყენების წესის“ შესაბამისად,

-  წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებელი ვალდებულია გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისიმომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს და არადისკრიმინაციულადუზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნოდებატებში.

-  წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარისტელევიზია და რადიო ვალდებულია საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას საუკეთესო დროს გადასცესწინასაარჩევნო დებატები და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნოსუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;

-   წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების გაშუქების დროს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებისა და ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელმა უნდა დაიცვასმიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულიკომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“შესაბამისად.

გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49–ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებელივალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები. წინასაარჩევნოპერიოდში მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული ყველა პროგრამის ჩაწერა  უნდაგანხორციელდეს უწყვეტ რეჟიმში. შემდგომ, დაარქივებული მასალა ყოველი კვირის პარასკევ დღესუნდა იყოს წარმოდგენილი კომისიაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით:post@gncc.ge  ან შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: +995 32 2 38 40 61

ტელეკომპანიების ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test