შემოგვიერთდი

21.11.2017 14:44

საინფორმაციო შეხვედრა ჟურნალისტებისთვის-ევროკავშირის წვლილი საქართველოში კულტურის სფეროს განვითარებაში

Media Ge

„ინტერნიუსი - საქართველო“  30 ნოებერს ჟურნალისტებს და თემით დაინტერესებულ პირებს იწვევს შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.

შეხვედრის თემაა: ევროკავშირის წვლილი საქართველოში კულტურის სფეროს განვითარებაში. შეხვედრაზე ისაუბრებენ ევროკავშირის პროგრამებზე „შემოქმედებითი ევროპა“, „კულტურა და კრეატიულობა“, „შემოქმედებითი ქალაქების და რეგიონების ინიციატივა“, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ კულტურის პროექტებზე, ევროკავშირის წვლილზე საქართველოში ტრადიციული რეწვის განვითარების საქმეში და ა.შ.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის წევრები, ელჩი იანოშ ჰერმანი, კულტურის სამინისტროს და კულტურის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 30 ნოებერს თბილისში „საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ (შ. დადიანის 2/1). დასაწყისი 12:00 საათზე, ხანგრძლივობა: 3 საათი.

შეხვედრა იმართება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით.

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ  მონაწილეობა 29 ნოემბრის ჩათვლით.

 

     ეკა ბერიძე                                                              შორენა ქოჩიაშვილი

პროექტის მენეჯერი                                           პროექტის კოორდინატორი

   eka@internews.ge                                                   shorena@internews.ge

   557 36 30 56                                                                598 404 401

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test