შემოგვიერთდი

25.11.2017 20:17

მუსლიმთა თემატიკის გაშუქება ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და თურქულ ტრადიციულ და ახალ მედიაში

Media Ge

mdfgeorgia.ge

წინამდებარე ანგარიში მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს. მედია მონიტორინგის მიზანი ახალგაზრდა მუსლიმებში რადიკალიზაციის ხელშემწყობი ფაქტორების შესწავლა და ამ პროცესში მედიის როლის კვლევა იყო.

დაკვირვების საგანი ის ქართული, რუსული, აზერბაიჯანული და თურქული მედია საშუალებები გახდა, რომლებიც MDF-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში მუსლიმმა ახალგაზრდებმა მათი ინფორმაციის წყაროებად დაასახელეს.

ანგარიშში მონიტორინგის მეთოდოლოგიის გარდა, ცალკე თავადაა შესული, თუ რა თემატიკას ანიჭებდნენ უპირატესობას სხვადასხვაენოვანი მედიები, ასევე ქართულ და რუსულ ტელევიზიებში ტერორიზმის გაშუქების მახასიათებლები. ანგარიშის I თავი ქართულ მედიას ეთმობა, II – რუსულს, III – აზერბაიჯანულს, IV – თურქულს, V-ში კი სოციალური მედიაა მიმოხილული.

ბმული: მუსლიმთა თემატიკის გაშუქება ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და თურქულ ტრადიციულ და ახალ მედიაში

კვლევის ნახვა,  ასევე,  შეგიძლიათ იხილოთ Media.Ge-ს ვებბგვერდზე


პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test